ბელარუსების ნატურალიზებული ფეხბურთელი: კავკასიელებთან გოლების გატანის სპეციალისტი ვარ - ბრიზილიიდან ჩამოვალ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელარუსის ნაკრების ნატურალიზებული თავდამსხმელი რენან ბრესანი ბრაზილიის პარანის შტატის ჩემპიონატზე მონაწილე "კუიაბას" ღირსებას იცავს. მან "პრესბოლთან" ინტერვიუში ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

- იცი, რამდენი მატჩი ჩაატარე ბელარუსის ეროვნულ გუნდში?
- 29, ეგრეა? მინდა ეს რიცხვი გავზარდო. თუ ისევე ვითამაშებ, როგორც წლის დასაწყისში, იმედია, ნაკრებში გამომიძახებენ. მზად ვარ, ბრაზილიიდანაც კი ჩამოვიდე. რა არის ამაში ისეთი - ბრაზილიელები ევროპიდან შესარჩევ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ხომ მოფრინავენ.

- ნაკრებში რამდენი გოლი გაიტანე?
- სამი. ორი - სომხებს, ერთი კი - ქართველებს. შეიძლება ითქვას, ამ რეგიონების
გუნდების სპეციალისტი ვარ.

- საქართველოს ნაკრებთან ადრე თუ გვიან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შებრძოლება მოგვიწევს. ნაკრების მწვრთნელ მიხაილ მარხელს იცნობ?
- ის ხომ ლონდონის ოლიმპიადაზე გეორგი კონდრატევის ასისტენტი იყო. ახლა პირიქითაა, სწორია? გეორგი პეტრეს ძე ეხმარება მარხელს. თუმცა უკანასკნელ ხანს მასთან ურთიერთობა არ მქონია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მთავარია რივოკით გამოექანო
თაზო
23:50 21-04-2020
0
აბა ჰეე, გელოდებით...
buba
16:33 17-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული