ამსტერდამის "აიაქსის" სერბი ნახევარმცველი და კაპიტანი დუშან ტადიჩი აღშფოთებულია ერედივიზონის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, ჩემპიონის ტიტული პირველ ადგილზე მყოფ ამსტერამელებს არ გადაეცათ.
"ჩემპიონობა ყოველ წელს გსურს ფეხბურთელს, ახლა კი "აიაქსი" სატურნირო ცხრილის სათავეშია. ასეთ ვითარებაშიც კი ჩვენ უნდა გამოვეცხადეთ ჩემპიონებად. კარგია, რომ შეჯირება ნაადრევად დაასრულეს, თუმცა მთავარი პირველი ადგილი იყო.
წესები ხომ გათამაშებზე ხომ გათამაშების დაწყებამდე შეთანხმდა ყველა. წესები კი ამბობენ, რომ მთავარია ბურთებს შორის სხვაობა და არა ურთიერთ შეხვედრები. აი, მთავარი კლუბებს შორის გამართული მატჩების შედეგები რომ
ყოფილიყო, მაშინ "ალკმაარი" კანიერი ჩემპიონი იქნებოდა, ჩვენ გვაჯობეს.
ორი ჩემპიონი გამოსავალი არაა, არსებობს ბურთების სხვაობა, რომელიც უნდა იყოს გადამწყვეტი. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ერთი და იგივე ქულების შემთხვევაში, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭებოდა, რომელსაც უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს. ამიტომ, ყველაფერი მარტივადაა, "აიაქსი" უნდა გამოცხადდეს ჩემპიონად. მათ ტიტული მოგვპარეს,"- განაცხადა ტადიჩმა.
ნიდერლანდების ერედივიზიონის სათავეში ამსტერდამის "აიაქსი" გახლავთ 25 ტურში მოპოვებული 56 ქულით. მეორე ადგილზე კი "აზ ალკმაარია", რომელსაც ასევე 56 ქულა აქვს დაგროვებული 25 ტურის შემდეგ. ამსტერდამელებს ალკმაარელებზე 8 ბურთით უკეთესი სხვაობა აქვთ. თუმცა, იმის ფონზე, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულს" მეორეადგილოსანთან 25 ქულიანი სხვაობა აქვს და მისი ჩემპიონობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ტადიჩის აღშფოთება სრულად უადგილოდ გამოიყურება.
მომზადებულია Ajax Life-ის მიხედვით
ანუ ვისაც დიდი ფეხი აქვს, მის ბუცებს მეტი ტყავი სჭირდება და მას შანსიც მეტი აქვს.
სისულელე არაა?