"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პატრის ევრა თავის რთულ ბავშვობას იხსენებს.
"რთული ბავშვობა მქონდა. მე ბევრი და-ძმა მყავს და ხშირად ქუჩაში ცხოვრება მიწევდა. პარიზიდან ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ვცხოვრობდი. ზოგჯერ საჭმლის ჭამაც არ შემეძლო. მახსოვს, ჩემი ძმა დომენიკი "მაკდონალდსში" მუშაობდა. როცა შესვენება ჰქონდა, მასთან მივდიოდი და თავის წილ საჭმელს მაძლევდა.
არ მერიდება, რომ ვთქვა, ზოგჯერ ვმათხოვრობდი კიდეც. დიდ მაღაზიებთან ვიდექი და გამვლელებს ვეუბნებოდი: "შეგიძლიათ ერთი ევრო მომცეთ?" ზოგჯერ მაძლევდნენ, ზოგჯერ - არა. მე უბრალოდ სენდვიჩის ყიდვა მინდოდა." -
გაიხსენა ევრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" პოდკასტში.