Sports Illustrated-ის ცნობით, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა მეგან რაპინომ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი გახდეს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.
"არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ, მაგრამ ვფიქრობ, შემიძლია ფეხბურთიც ვითამაშო და ამითაც დავკავდე. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ თუ ვიცე-პრეზიდენტი გჭირდებათ, მე გასაუბრებისთვის მზად ვარ. ჩვენ შეგვიძლია დეტალები განვიხილოთ. ეს თქვენს სიაში შეიტანეთ", - უთხრა ფეხბურთელმა ბაიდენს მის მეუღლესთან "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ადრე ქალმა ფეხბურთელებმა შრომის არათანაბარი ანზღაურების გამო სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი
სარჩელი არ დააკმაყოფილეს, ბაიდენმა კი ქალებს მხარი დაუჭირა. ქალებმა ორგანიზაციას სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი და კომპენსაციის სახით 66 მილიონი დოლარი მოითხოვეს.
ადრე ქალმა ფეხბურთელებმა შრომის არათანაბარი ანზღაურების გამო სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი