ბოატენგმა მესისთან "დაცემაზე" გააკეთა კომენტარი: წავალ და 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალს ვუყურებ...

AutoSharing Option
2020 წლის 6 მაისს 5 წელი შეუსრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გამართული შეხვედრის დროს ჟერომ ბოატენგის ცნობილ დავარდნას ლიონელ მესის წინააღმდეგ.

ძალიან ბევრმა ადამიანმა მონიშნა გერმანელი მცველი სხვადასხვა ფოტოზე, მისი გამოწვევა სცადა და გამოუვიდა კიდეც.

თუმცა ბოატენგი ამ ამბავს, ერთი მხრივ, იუმორით და მეორე მხრივ, ირონიულად მიუდგა. "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მცველმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მისი წაქცევის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:

"მოკლედ, ამ დღეებში სასაცილო არ მოგკლებიათ. სანამ თქვენ იცინით, მე ცოტა პოპკორნს მოვიმარაგებ და შემდეგ
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ჩავუჯდები.

უკვე შეგიძლიათ აღარ მომნიშნოთ. მეც ვიცი, რომ იმ მომენტიდან 5 წელი გავიდა."

2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში გერმანიის ნაკრებმა მარიო გიოტცეს ერთადერთი გოლის წყალობის არგენტინის ნაკრები დაამარცხა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამიტომ არავის არ უნდა დაცინო კაცმა:)
3
martali kaci xar,pexburthi kvelapwri xdeba,azradac arasodes momsvlia rodesme vinmes dacinva an heuracxkofa,rogorc gundis ise fanebis, ra sisulelea, pirikit,rac dzlieria gundi meti pativiscema da meti hihi makvs,ra vici aba rogor ilandzgebian xolme sul hegdzuldeba kacs kvelaperi!
ზაზა.
18:52 07-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული