არგენტინელი მწვრთნელი: მესი თუ რონალდინიო? მე იმას ვირჩევ, ვისაც ღმერთის ხელი შეეხო

AutoSharing Option
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა მარტინ კადრეტიმ, რომელიც ამჟამად მწვრთნელი გახლავთ, განაცხადა, თუ ვის აიყვანდა თავის გუნდში, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ შემტევ რონალდინიოს თუ მის თანამემამულე ლიონელ მესის.

"როგორც მწვრთნელი, საკუთარი გუნდისთვის კარიერის პიკზე მყოფ რონალდინიოს ავირჩევდი. მასთან ერთად 1 სეზონი გავატარე და მინდა გითხრათ, რომ ის უნიკალურია, მას ღმერთის ხელი შეეხო.

რონალდინიო ფეხბურთიდან ყოველთვის სიამოვნებას იღებდა. ბურთთან ერთად ის განსხვავებულ საოცრებებს სჩადიოდა, რომელთა დასახვეწად ვარჯიშებზე ბევრს მუშაობდა.

როცა რონალდინიოს თამაშებში გამოსვლასა და ვარჯიშებზე უყურებ, ხედავ, რომ მისი ყველა მოძრაობა სხვებისაგან განსხვავებულია. ასეთი
ფეხბურთელები ძალიან იშვიათად ჩნდებიან და სამუდამოდ რჩებიან ფეხბურთის ისტორიაში. ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვიყავი", - განაცხადა კადრეტიმ, რომელიც ბრაზილიელთან ერთად პსჟ-ში 2002-03 წლებში თამაშობდა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდინიოს სტილიც და ზიდანის სტილიც მირჩევნია ყველა ნებისმიერი თანამედროვე ფეხბურთელის სტილს.. მესის ის მინუსი აქვს, რომ მხოლოდ body feint-ით სცდება ხალხს და არაა მრავალფეროვანი, როგორც ზემოთ ხსენებულნი.. ასე, რომ ყოველთვის წინ დავაყენებ რონალდინიოს, ზიზუს, ბრაზილიელ რონალდოს... მესის, რონალდოს და ა.შ წინ.
ზუზუ
15:59 06-05-2020
0

სიახლეები პოპულარული