ჩაკვეტაძის საკუთარ გუნდში ხილვა დევიდ მოიესს სურსს

AutoSharing Option
ბრიტანულმა საიტმა hammers.news-მა, რომელიც ლონდონის "ვესტ ჰემზე" ("hammers" "ვესტ ჰემის" მეტსახელია) მომუშავე ვებგვერდია, აქვეყნებს სტატიას სათაურით: "დევიდ მოიესს გიორგი ჩაკვეტაძის "ვესტ ჰემში" მოყვანა სურს".

სტატიის მიხედვით, გუნდს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს საყრდენ ზონაში, დიქლან რაისისა და ტომას სოუჩეკის სახით. პაბლო ფორნალსისა და მანუელ ლანსინის დასახმარებლად მათ უფრო მეტი კრეატიულობა უნდა გამოიჩინონ.

თუმცა აღნიშნული ფეხბურთელები საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ, "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს დღის წესრიგში კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველის დამატება აქვს.

ავტორი Yeni Asir-ს ეყრდნობა და წერს, რომ ის შემტევი ნახევარმცველი,
რომლის დამატებაც "ჰამერებს" სურთ, სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "ლონდონ სტედიუმზე" 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის მოყვანა მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება და "ვესტ ჰემისთვის" კი შესანიშნავი შენაძენი გამოვა, თუ მოიესი მოახერხებს და ნიჭიერ ქართველს აღმოსავლეთ ლონდონში ამ ზაფხულს ჩაიყვანს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ ძილი, მერე სიზმარი!
: )))))))
22:48 08-05-2020
1
ქართველებმა მაგარი გაბუქება ვიცით,კარგი ბიჭია პერსპექტიული ,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ჩაკვეს ადგილას წავიდოდი გენტიდან, ვინც ამ გუნდის თამაშებს უყურებს მიხვდება რატომ უნდა წავიდეს...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული