საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი სეზონს ივნისში განაახლებს - მიქელთაძე ფეხბედნიერი აღმოჩნდა

AutoSharing Option
დღეს, 15 მაისს, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პრემიერლიგა 16 ივნისს განახლდება, ხოლო 1-ლი ლიგა დასრულებულად გამოცხადდა.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში საქართველოს ეროვნული გუნდის 5 წევრი თამაშობს - საბა კვირკველია, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, რუსეთის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონს სატურნირო ცხრილში ბოლო 2 ადგილზე გასული კლუბები დატოვებენ, მათ ნაცვლად კი ვოლგოგრადის "როტორი" და "ხიმკი" ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ "როტორში" ყაზანის "რუბინიდან" განათხოვრებულია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბექა მიქელთაძე, რომელმაც მხოლოდ
1 შეხვედრის ჩატარება მოასწრო ახალ გუნდში, თუმცა მისი მისვლა ფეხბედნიერი აღმოჩნდა და "როტორი" პრემიერლიგას დაუბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
1 ოფიციალური მატჩი ითამაშა ბექამ როტორში 9 მარტს ნეფტეხიმიკთან ძირითადში იყო და 90-ე წუთზე გააძევეს მეორე ყვითლით. მეორე თამაში გამოტოვა წითლის გამო შინიკთან და მერე ჩემპიონატიც გაჩერდა
შაკო
16 მაისი 2020 18:56
0
https://int.soccerway.com/players/beka-mikeltadze/319252/ აი, გადავამოწმე შენი კომენტარი და სადაა 4 თამაში და დუბლი? 1 ითამაშა და იმ შეხვედრაშიც გააგდეს ბოლო წუთზე. დუბლი არა პოკერი. საიდან იცით ამ ზღაპრების მოტანა.
ლაშა-სსს
15 მაისი 2020 22:20
1
კარგად ვერ გადაგოწმებია ზმა,4 ითამაშა
ერთი ჩემპიონატში და სამი თასზე იყო რაგაც შესარჩევივით ( რაგაც ამხანაგურის პონჩი ) და იქ შეასრულა დუბლი და ვაფშეტა ნუ იბოღმებით
samtre
16 მაისი 2020 12:52
1
ერთი თამაში როგორ მოასწრო ბექამ , 4 ტამაში იტამაშა ერთში დუბლი შეასრულა და ბოლო თამაშში ბოლო წუტებზე მეორე ყვიტელით გააგდო და ბოლო ტური გამოტოვა , მაგრად იცით რა .
ლაშა
15 მაისი 2020 17:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული