მილანელები მესის სანაცვლოდ 2006 წელს 150 მილიონს იხდიდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2006 წელს კლუბს შეიძლებოდა ფორვარდი ლიონელ მესი დაეკარგა, რადგან მილანის "ინტერი" კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხის გადასახდელად იყო მზად.

"მილანურმა კლუბმა შეთავაზება 2006 წელს გაგვიკეთა. ისინი გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდისათვის იყვნენ მზად. მაშინ ეს ფული 150 მილიონ ევროს შეადგენდა. სწორედ ამ მიზეზით, მოგვიანებით აღნიშნული რიცხვი 250 მილიონამდე გავზარდეთ, თუმცა ლიონელისა და ჩემს ურთიერთობაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.

მას პირდაპირ ვუთხარი, რომ მათ მთელი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან მე მისი გაყიდვა არ მინდა. აქ
ლეო ბედნიერი იქნება. "ინტერში" კი მხოლოდ მეტ ხელფასს მიიღებს. "შენი შვილის ბედი არის, გახდეს ისტორიაში საუკეთესო და აქ ისეთი გუნდი ეყოლება, რომელიც მას ამის მიღწევაში დაეხმარება", - განაცხადა ლაპორტამ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ფულის ხამებისთვის შეეთავაზებინათ? რა უარს ეტყოდნენ? ასეთი ფეხბურთელებისათვის ხომ მთავარი ფულია და არა გუნდის ინტერესი. ისე ფეხბურთს რამდენი იუდები ყავს? რომლებიც კლუბებს ხელთათმანებივით იცვლიან, გვარ სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ისედაც იციან ყველამ ვიზეც ვამახვილებ ყურადღებას.
ვასკა
16:50 18-05-2020
1
როლანდო ვინ არის? ახალია ვინმე?"დერევნია"
გია
12:00 22-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული