საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სალაჰის "რეალში" ტრანსფერი "ჩაშალა"?!

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხანი რამზიმ განაცხადა, რომ 2018 წელს ეროვნული გუნდისა და "ლივერპულის" შემტევ მოჰამედ სალაჰს მადრიდის "რეალში" შეეძლო გადასვლა, თუმცა კუპერმა "ლივერპულში" დარჩენა ურჩია.

"როცა ექტორ რაულ კუპერთან ვმუშაობდი, ჩვენ შვეიცარიაში 2018 წლის მარტში ვარჯიში გვქონდა. სალაჰს ვესაუბრებოდი და მან თქვა, რომ წინადადება მადრიდის "რეალისაგან" მიიღო.

შემოთავაზება მართლაც ძალიან კარგი იყო, თუმცა სალაჰმა აღნიშნული საკითხი კუპერთან განიხილა. ამ საუბრის შემდეგ მან გადაწყვეტილება მიიღო და "ლივერპულში" დარჩენა ამჯობინა, რადგან იქ თავს კომფორტულად გრძნობდა", - თქვა რამზიმ.

ეგვიპტელ სპეციალისტს სალაჰის
აგენტმა რამი აბასმა უპასუხა და განაცხადა, რომ მოჰამედს ტრანსფერის საკითხი მწვრთნელებთან არასდროს განუხილავს.

კუპერი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008-09 წლებში წვრთნიდა, ბოლოს კი უზბეკეთის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც 2019 წელს დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაური ლეგენდა(ყველაზე ცუდი მწრთვნელი საქართველოს ისტორიაში)
L.J.
14:59 18-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული