კიკნაძე "ლოკომოტივის" მთავარი "პროვოდნიკია" - კვირკველიამ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა

AutoSharing Option
ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი თავისი ტელეგრამარხით იტყობინება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივი" სეზონის განახლებისთვის ემზადება.

მისი ცნობით, ფეხბურთელებმა და მათ შორის მცველმა საბა კვირკველიამ კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს და დღეს პასუხებს მიიღებენ.

გუნდში დიდი ცვლილებებია. კლუბში, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე ბაკოვკის ბაზაზე იცხოვრებს. ის "ლოკოში" რეფორმების განსახორციელებლად მიიყვანეს და უკვე დაითხოვა სამუშაოდან მწვრთნელი იური სიომინი. სეზონის დასრულებისთანავე კიკნაძეს რიგი ფეხბურთელების გასხვისება აქვს დავალებული. რუსულ პრესაში უკვე რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველიასაც ახალი ნავსაყუდელის მოძებნა მოუწევს.

დღეს "ლოკომოტივი" ორჯერად ვარჯიშებს
დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოს კიკნაძე დარჩება მხოლოდ.
სოსო
21:31 28-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული