სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი ბოსნიაში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააპატიმრეს, - იტყობინება 24sata.
გამოცემის მტკიცებით, ვინჩიჩი ბორდელში დააპატიმრეს, სადაც 25 სტუმართან და 9 მეძავთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ მათ 14 ერთეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 14 შეკვრა კოკაინი აღმოუჩინა.
ვინჩიჩი ჩემპიონთა ლიგაზე 2019/20 წლების სეზონში "ლივერპულისა" და "გენკის", ხოლო 2020 წლის ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე ყაზახეთისა და რუსეთის მატჩის მსაჯი იყო.