"როტორი" ქართული გახდებაო და თურმე მთლად ბოგანო ყოფილა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 წლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" შეიძლება კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ, თავისუფალ აგენტად მყოფმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ და მოსკოვის "სპარტაკის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ გააგრძელონ, თუმცა როგორც ირკვევა, ვოლგოგრადული კლუბი ფინანსურ კრიზისშია.

"სოვეტსკი სპორტის" ცნობით, "როტორს" პრემიერლიგაში მონაწილეობის მისაღებად 1.38 მილიარდი რუბლი სჭირდება, მაგრამ ასეთი თანხა არ გააჩნია და არაა გამორიცხული, პირველ ლიგაში დარჩენა ითხოვოს.

ეს კლუბი სახელმწიფო ავტონომიურ დაწესებულებას წარმოადგენს, რეგიონის ბიუჯეტიდან ფულს ვერ გამოუყოფენ და სპონსორიც არ გამოუჩნდა.

პრემიერლიგაში აგრეთვე მოსკოვის
ოლქის "ხიმკი" გადავიდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იქ ვერ იასპარეზებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დარჩნენ პირველ ლიგაში მერე. ჩვენი ბიჭები იქ უფრო ლაღად ითამაშებენ.
sergo
30 მაისი 2020 10:51
8
მანდაც რო არ ათამაშებენ ეგ არის უბედურება!!!
Z.g.
30 მაისი 2020 08:48
2
აფსუს, რატომ არ ვარ აგენტი, თან აზრზე მოსული, რომ ამ ბიჭებს რამე საშუალო დონის გუნდი გამოვუნახო სკანდინავიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში ან პოლონეთში და უკრაინაში მაინც. რა არის ასეთი ეს რუსეთი, სირცხვილია ბოლოსდაბოლოს როდის უნდა გავითავისოთ, რომ რუსეთზე ჩამოკიდებით შეუძლებელია პროგრესი და განვითარება ნებისმიერ სფეროში. როტორამდე დაცემა უბრალოდ შეურაცხმყოფელი მგონია თავმოყვარე ფეხბურთელისთვის.
მინო
30 მაისი 2020 00:30
16
რუსეთზე ლაპარაკი კი არა, გაგონებაც არ მინდა. აი რომ იძახი სხვა ქვეყნებზე, მე მგონი ეგრე ადვილი არ არის. ჩემი აზრით იქ ბაზარი ათვისებულია და ჩვენ შუამავლებს უჭირთ შეღწევა. მე მგონი, ფედერაციამ უნდა მოიწვიოს რამდენიმე ცნობილი შუამავალი უცხოეთიდან, რომლებიც ჩვენ ბავშვთა მწვრთნელებს ჩაუტარებენ მოკლე პრეზენტაციებს, როგორი სტილის/ტიპის/აზროვნების/მონაცემების ახალგაზრდებზეა მოთხოვნა თუნდაც მაგ ქვეყნებში. მე მგონი ბავშვთა აღზრდაშია შეცდომები. მაგალითად მაინტერესებს სპეციალისტების აზრი, დავითაშვილს ან კვირკველიას დასავლეთის საშუალო/ან ქვედა კლუბები მიიწვევდნენ, თან ეგრევე ძირითადში? რატომ ვამბობ? კოლექტიური თამაში უჭირთ, ყოველშემთხვევაში ასე წერენ და ასე ამბობენ მათი ტრენერები. მე მგონი 16 წლის ასაკიდან უნდა იცოდეს ბავშვმა, რა მოთხოვნებს წაუყენებენ იგივე სკანდიანავია/ცენრალურ ევროპაში.
kaira
30 მაისი 2020 10:11
1
ანლაიქები ვინც ამ კომენტარს მისცა გადაებით ერთმანეთს და ჩადექით ვოვასთან ჩოგბჯენის რიგში
გიორგი
30 მაისი 2020 08:05
1

სიახლეები პოპულარული