საბო: წიტაიშვილი "შახტართან" "დაიკარგა" - "დინამოს" ნახევარდაცვა პირველი ლიგის დონისაა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ua-football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "შახტარისა" და "კიევის "დინამოს" მატჩი (3:1) შეაფასა.

- თამაშამდე ვთქვი, რომ დონეცკელები მოიგებდნენ, რადგან კიევის "დინამოზე" უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ. მათი გამარჯვება კანონზომიერია. არავის არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ "შახტარი" ახლა "დინამოზე" მთელი თავით მაღლა დგას.

- წიტაიშვილმა და რუსინმა 77 წუთი ითამაშეს. მათ ასპარეზობას როგორ შეაფასებდით?
- ჯერ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი "დაიკარგნენ". "დინამოს" არ ჰყავს ნახევარდაცვა, როგორც ასეთი, რომელიც თამაშს წარმართავს. თუ არ არის შუა ხაზი, მათ არაფერი გამოსდით. "დინამოს" ნახევარმცველები პირველი
ლიგის დონისანი არიან. ასეთია ჩემი აზრი, ამას თამაშის მიხედვით ვხედავ. ნახევარდაცვის გარეშე გუნდის წარმატება წარმოუდგენელია.

"დინამოს" შუახაზელები არ გაიზარდნენ. ისინი ახალგაზრდული ფეხბურთის დონეზე დარჩნენ. ნახევარდაცვაში ფეხბურთელი უნდა იყოს, რომელიც თამაშს უხელმძღვანელებს. "დინამოში" ასეთი ფეხბურთელი არ არის.

- მესამე ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა?
- ეს ჯერ კიდევ ჩემპიონატის სტარტამდე იკითხებოდა. მაშინ ვამბობდი, რომ "დინამო" მეორე-მესამე ადგილისთვის იბრძოლებდა. ჩვენი ჩემპიონატის კლასი არ იზრდება. ჩვენთან ერთი და იგივე ფეხბურთელები არიან, რომლებიც უბრალოდ გუნდებს იცვლიან. "შახტარის" გარდა, ყველა გუნდი დაახლოებით ერთი დონისაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული