"ტრაბზონსპორი", რომელიც ჩაკვეტაძითაა დაინტერესებული, ევროტურნირებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
"ტრაბზონსპორს" ერთი წლით ევროტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს.

უეფას კლუბების ფინანსური კონტროლის პალატამ თურქული გუნდი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო დასაჯა.

"ტრაბზონსპორი" ორი მომავალი სეზონიდან (2020/21 და 2021/22) ერთ-ერთში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

პანდემიის გამო შეჩერებულ თურქეთის ჩემპიონატზე 26 ტურის შემდეგ "ტრაბზონსპორი" 53 ქულით ლიდერია და ადრე რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კლუბი "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურითაა დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოჰკვეთეს :)))))))))
: )))))))
09:56 04-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული