ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო იტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კონტრაქტი გაუგრძელეს.

"ასოციაციის აღმასკომი აპლოდისმენტებით მიესალმა ანდრეი შევჩენკოსა და მის სამწვრთნელო შტაბთან კონტრაქტის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას", - განაცხადა პაველკომ ბრიფინგზე.

შევჩენკო უკრაინის ნაკრებს 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ევროპირველობაზე გავიდა. უკრაინა С ჯგუფში ნიდერლანდებთან და ავსტრიასთან მოხვდა. ამ ჯგუფის მეოთხე მონაწილე პლეი-ოფის შედეგად მოგვიანებით გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული