წიტაიშვილი "უკრაინის საფეხბურთო დღის გმირი" - სიტყვები, რაც მის ბაგეებს მოსწყდა

AutoSharing Option
ua-football-მა ტრადიციულ რუბრიკაში - "უკრაინის საფეხბურთო დღის გმირი" მთავარ გმირად კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დაასახელა. რა თქმა უნდა, უკრაინელი ჟურნალისტები უკეთ იცნობენ მათ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს და მათი შეხედულებაც საინტერესოა. უნდა აღინიშნოს, იგორ სემიონი ობიექტურად ახასიათებს წიტაიშვილს თავისი პლუსებითა და მინუსებით, სინამდვილეში რისი შნო და მარიფათი აქვს ამ ფეხბურთელს.

ციგანკოვის ყველაზე უარესი შემცვლელი არ არის

"უდავოა, გიორგი წიტაიშვილი "ოლეკსანდრიასთან" კიევის "დინამოს" გამარჯვების ლოკომოტივი არ იყო, წარმატებისათვის უფრო მეტი ბუიალსკიმ, რუსინმა, მიკოლენკომ და თვით კენძიორამ გააკეთეს, ხოლო პანკივის
კარში ხუთიდან სამი გოლი მოედნიდან გიოს გასვლის შემდეგ გავიდა, მაგრამ ახალგაზრდა ვინგერის გარჯა დადებითად მთლიანობაში უნდა შევაფასოთ.

გიორგის შესახებ ნამატჩევს მისმა მწვრთნელმა ალეკსეი მიხაილიჩენკომ ისაუბრა:

"ჩვენ შანსს ვაძლევთ. მას ძალიან უნდა, ითამაშოს, დაამტკიცოს. კი ბატონო, გაქვს შესაძლებლობა, გამოიყენე, მაგრამ ეს ეპიზოდურად კი არ უნდა დაამტკიცო, ერთ მატჩში თამაშის ხარისხით, არამედ რიგ შეხვედრებში. ეს უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის".

ყველა იმ სიტყვების შემდეგ, რაც კარანტინისას წიტაიშვილის ბაგეებს მოსწყდა, მნიშვნელოვანია ციგანკოვის შეცვლის მზადყოფნის დამტკიცება. სიტყვები ხომ მოედანზე მოქმედების გარეშე ბევრს არაფერს ნიშნავს. პირიქით, მხოლოდ ვნებს, თუმცა წიტაიშვილი შანსს ჩაებღაუჭა. ციგანკოვი ტრავმირებულია, მიხაილიჩენკოს მჭიდში კიდევ კარავაევი და დე პენა არიან, რომლებიც არაერთხელ გაისარჯენ "დინამოს" ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე. "შახტართან" სამწვრთნელო შტაბი წიტაიშვილს ენდო, მან კი არ დააღალატა. გიო პირველ ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მისი საგოლე გადაცემა კი მთელი ტურის მშვენება გამოდგა.

"ოლეკსანდრიასთანაც" არ შეირცხვინა თავი, უკვე მე-14 წუთზე პენალტი გამოიმუშავა, რითაც გავბედავთ და ვიტყვით, რომ შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა.

მას არ შეიძლება ვუწოდოთ გუნდის ლიდერი ან უბრალოდ მჭიდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ახლა მხოლოდ პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც "დინამოს" ციგანკოვის გაყიდვის შემდეგ (თუ გაყიდეს) გამოადგება და როდესაც კაპიტანი ტრავმირებულია (ასეთი რამ ხშირად ხდება). წიტაიშვილი, კარავაევისგან განსხვავებით, მრავლფეროვნება და შემოქმედითობაა, დე პენასთან შედარებით კი - სიჭაბუკე და შეუპოვრობა. მთავარია, გიორგიმ კარგი ფეხბურთი ემოციების ჩაცხრომის შემდეგაც აჩვენოს. ეს ორი მატჩი წიტაიშვილისთვის პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული დებიუტი გახლდათ, ხოლო კარიერაში გუნდის სასტარტოში - მეორე და მესამე. ამიტომ ბიჭი გრძნობებით აივსო. მნიშვნელოვანია, რა იქნება მაშინ, როდესაც "დინამოსეული" რუტინის დღეები დაუდგება?!"

altსაბო: წიტაიშვილი "შახტართან" "დაიკარგა" - "დინამოს" ნახევარდაცვა პირველი ლიგის დონისაა

altხოჭოლავა არ ათამაშეს, წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა

altწიტაიშვილმა მეტოქეს დებიუტშივე მოუთავა საქმე

altწიტაიშვილი უკმაყოფილოა - შანსის მისაღებად მარსის ჩემპიონატი ხომ არ უნდა მოვიგოთ?

altწიტაიშვილი: "ბეშიქთაშის" ვარიანტი არც განმიხილავს, დიდ გუნდში უნდა გადავიდე

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვისაც გვაინტერესებს ისინი ვკითხულობთ და მადლობა რომ აქვეყნებთ მსგავს სტატიებს. ვისაც არ აინტერესებს ნუ წაიკითხავენ და არ გაგაღიზიანებთ სხვისი წარმატება
პელე
22:37 21-08-2020
0
ძალიან გთხოვთ იმ ფეხბურთელების ინფორმაციებს ნუ გვაცნობთ ვინც ქართველია და არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
ოთო
12:01 09-06-2020
2

სიახლეები პოპულარული