ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ შინაპატიმრობაში ყოფნის შესახებ ესპანურ გამოცემა Mundo Deportivo-სთან ისაუბრა.
"სასტუმროში ძალიან კარგი მომსახურება გვაქვს. ყველაფერს კარგად გვიკეთებენ, მშვიდად ვართ და პერსონალიც ამ მძიმე პერიოდის გადატანაში გვიწყობს ხელს. უკვე 60 გრძელი დღე გავიდა...
სახლში მყოფ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს იმის გარეშე დარჩენა, რისი კეთებაც გიყვარს. მიმაჩნია, ეს პერიოდი ყველა ჩვენგანის გონებაში დარჩება.
მე და ჩემი ძმა ყოველდღე ვვარჯიშობთ. აქ კარგი სპორტდარბაზია და ჩვენთვის ადაპტირებული ოთახი", - განაცხადა პარაგვაიში მყოფმა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, რონალდინიო ძმასთან ერთად ყალბი საბუთების ფლობის
გამო ასუნსიონში შესვლისას დააკავეს. მოგვიანებით ძმებმა საპატიმრო 1,6-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვეს და ახლა ასუნსიონის სასტუმრო "პალმაროგაში" ცხოვრობენ, რომლის ლუქს-ნომერი ღამეში 380 დოლარი უჯდებათ.