"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს

AutoSharing Option
უცნაურად განახლდა რუსეთის პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "სოჭი" და "როსტოვი" დაუპირისპირდნენ.

"როსტოვის" ფეხბურთელები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსით ინფიცირებულები აღმოჩნდნენ. თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ეს მატჩი ნებისმიერ ფასად შემდგარიყო და არ გადადებულიყო. "როსტოვის" ადმინისტრაციას მოუწია 2001-04 წლების ფეხბურთელების პროფესიონალური კონტრაქტების გაფორმება და სპეციალურად ამ მატჩისთვის ძირითად გუნდში დაყენება.

გუნდში ყველაზე უფროსი 19 წლის, ყველაზე უმცროსი კი - 16 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი სოწრედ "როსტოველებმა" გაიტანეს. რასაც 10 უპასუხო გოლი მოჰყვა "სოჭის" მხრიდან.

მატჩმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და გავლენიანი
ჟურნალისტები ასეთ ცივსისხლიანი დამოკიდებულების გამო "სოჭის" ფეხბურთელებს აკრიტიკებენ.

"მათ ითამაშეს ბავშვების წინააღმდეგ, რომლებსაც 3 თვე ერთმანეთი არ უნახიათ, მატჩამდე ერთადერთი ვარჯიში ჩაატარეს, არ იყვნენ არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად და არც მორალურად მზად. "სოჭის" ფეხბურთელებმა კი ისარგებლეს სიტუაციით და ბავშვები გაანადგურეს." - წერენ sports-ზე.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
როგავაც ვნახე და ქართველია ქართველობს მეგრულად ეწერა რაღაც ქართული დამწერლობით და საქართველოს დროშები
Ka
21 ივნისი 2020 22:51
0
ვისაც გაინტერესებთ ვინც ითMაშა თამაზ თოფურია ქართველია ინსტაზე ვნახე ქართველობს და არაა გარუსებული ან სხვ
Ka
21 ივნისი 2020 22:48
0
უამრავი გარუსებული მეგრელი ცხოვრობს რუსეთში,თავს ქართველებად არ თვლიან და როგორ უნდა ვაიძულოთ ქართველობა,საქართველოშიც არიან ეგეთები
დათო
20 ივნისი 2020 23:44
5
ისე ჩვენში დარჩეს და არ გკიდიათ 10:1მოუგებს თუ 20:2 სოჭი როსტოვს....ეს.. წ ქ
კახა ქ.
20 ივნისი 2020 18:02
9
"სოჭის"მფლობელმა,ბორის როტენბერგმა განაცხადა,ჩვენ ყველა მოთხოვნას ვასრულებდით,არაფერი დაგვირღვევია და თამაშის გადაებაზე რომ თანხმობა გვეთქვა,რა ვიცი,ერთი თვის შემდეგ,რა იქნებოდა და შემდეგ ჩემი ბიჭებისათვის,თვალებში როგორ შემეხედაო.ახლა ისაა საკითხავი,წესიერმა კაცმა,მთელ ქვეყანას როგორ უნდა შეხედოს თვალებში.თუმცა უნამუსო კაცისათვის,ეს პრობლემა არ არსებობს.აქ სხვა პრობლემაცაა,ფეხბურთელებს სისტემატურად ამოწმებენ და ვითომ იცავენ იზოლაციის წესებს.როგორ მოხდა,რომ 6 კაცი დაავადდა და მატჩის წინა დღესღა გახდა ცნობილი?ესე იგი მთელი კონტროლი,სიყალბე ყოფილა და ამაზე პასუხი,სწორედ კრასნოდარის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს მოეთხოვებათ.გასული საუკუნის 70 წლებში,ტაშკენტის ფახთაქორის ფეხბურთელთა გუნდი,ავიაკატასტროფაში დაიღუპა.გადაწყდა,მთელი ქვეყანა დახმარებოდა გუნდს და სასწრაფოდ,მიახმარეს ფეხბურთელები სხვა კლუბებმა.მათ შორის საქართველომაც.მოხდა ისე,რომ ჩემპიონატში დაბრუნებულ,ახალ და რა თქმა უნდა შეუთამაშებელ გუნდს,პირველი თამაში,ჩვენს დინამოსთან მოუწია.სპორტი,სპორტია და როგორ უნდა მოქცეულიყო დინამო?წავაგეთ,დავთმეთ თამაში.მთელი სტადიონი ტიროდა და როგორ შეიძლებოდა იქ მოგებაზე თამაში?არადა,ძალიან დაძაბული ბრძოლა მიდიოდა მედლებისათვის.აი მომდევნო ტურში კი,ჩვენმა ერთმა კონკურენტმა,მოსკოვის სპარტაკმა,3-0 თუ 4-0 გაანადგურა ფახთაქორი და ჩვენთანაც უპირატესობა მოიპოვა.კარგი ბატონო და თუ თვალებში ვერ შეხედავდა თავის ბიჭებს,ის მაინც ხომ შეიძლებოდა,ასე არ დაებომბათ მეტოქის კარი?საუკეთესო ფეხბურთელად,როსტოვის 17 წლის მეკარე აღიარეს,რომელმაც პენალტიც მოიგერია და კიდევ 30 დარტყმა განხორციელდა მის კარში.იმედი მაქვს,ის პენალტი მაინც შეგნებულად გააფუჭა სოჭის ფეხბურთელმა.
სოსო
20 ივნისი 2020 17:52
4
ეს არის სპორტი და არა საბავშვო ბაღი. უმაღლეს ლიგაში არანაირი კომპრომისი არ შეიძლება! გამარჯვებულის კრიტიკა არ შეიძლება, არც ბავშვების. ყველაფერი წინ აქვთ. რაგბიში 88-0 რომ გადავურბინეთ ჰოლანდიას, ლანძღვა უნდა დაგვეწყო, მოყვარულებს თამაში რატომ შეაზიზღეთო?! ეს ხომ ამაზრზენია. ასეთ დონეზე ძალების დაზოგვა და "ნახევარი" ძალით თამაში ყველაზე დიდი იდიოტობაა, რაც შეიძლება სპორტსმენს მოსთხოვო.
Lasha
20 ივნისი 2020 14:11
26
Მოგების გამო არ გაუკრიტიკებიათ, ანგარიშის გამო გააკრიტიკეს, ეს რაგბი არაა და ერთი ქვეყნის გუნდები თამაშობდნენ.
Irakli
20 ივნისი 2020 15:39
6
ნოემბერში სოჭის 10 ფეხბურთელს ანგინა დაემართათ და თამაში გადაუდეს. ახლა როცა როსტოვია კარანტინში თავი გაიგიჟეს და არ გადაადებინეს ეს მატჩი. რა ქვია მაგათ საქციელს?
Gela
20 ივნისი 2020 14:52
1
ყველა გამოხმაურება
სოჭიმ კი არა,სოჭმა.
სტატუს ქუო
20 ივნისი 2020 14:04
10
თოფურია თამაზი არკადის ძე 2002 წლიანი თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე.
უილიამ როგავა კახაბერის ძე 2003 წლიანი ნახევარმცველი რუსეთის მოქალაქე.
დაბადების ადგილი და სხვა რამ არ არის მითითებული.
მიხაელ
20 ივნისი 2020 13:34
0
მასე თბილისის დინამომ აღზევებისას ხაშურის ივერიას ამხანაგურ მატჩში მოუგო 10-1, პირველი ხაშურლებმა გაიტანეს,მეორე გუცაევმა, დანარჩენი ჩელებაძემ.მასაც კარგად მოუკითხეს ხაშურლებმა.....! ყიფიანი წარმოშობით სურამიდან იყო და მისი ხათრით არავისთვის არაფერი უკადრებიათ,პირიქით,ტაშით გააცილეს ყველა,ტუტუც ჩელეს კი ეგონა ტაშს მას უკრავდნენ,დანარჩენები ისედაც ინტელექტუალები იყვნენ-დათო,ვოვა,თენგიზი,რამაზი,ოთარი,საშა .......
ვანო
20 ივნისი 2020 13:31
9
აქ მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ როსტოვის შემადგენლობაში იყო ორი ქართული გვარის ბიჭი თოფურია და როგავა.გარკვიეთ ვინ არიან.
Beqa
20 ივნისი 2020 13:09
1

სიახლეები პოპულარული