სომეხი მცველი ქეცბაიას გუნდში გადავიდა და ერთა ლიგის მოგების იმედი აქვს

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 29 წლის მცველ ოგანეს ამბარცუმიანს "ენოსისთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ანორთოსისში" გადავიდა. მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ამბარცუმიანმა sport.news.am-თან კომენტარი გააკეთა:

"ეს ჩემს კარიერაში ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან სასიამოვნოა, რომ კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავედი. მზად ვარ, ჩემს გუნდს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო და წარმატებულად გამოვიდე საერთაშორისო არენაზე.

დიახ, მახსოვს, 2020 წელს "ანორთოსისის" წინააღმდეგ "ბანანცის" შემადგენლობაში ვითამაშე. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ იმ მატჩებთან შედარებით გუნდი უფრო გაძლიერდა.

ჩემ გადმოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის
"ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, რომელიც ადრე საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. ჩემს ახალ გუნდთან ერთად მალე შეკრებაზე გავემგზავრები.

რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, ვფიქრობ, ჩვენ ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს. იმედია, ახალწვეულები კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს გუნდს".

შეგახსენებთ, სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს.

altკვიპროსული გამოცემა: ოქრიაშვილს "ანორთოსისის" უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია

altკვიპროსული გამოცემა: ქეცბაია მეკარეს ეძებს

altქეცბაიას საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი სურს...

altკვიპროსული პრესა: "ანორთოსისს" ორი ქართველი დატოვებს...

altკვიპროსული პრესა: ქეცბაიას კიდევ 2 ქართველის დამატება სურს

alt24sports: პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბა არ არის ისეთი პოდლი კაცი რომ ფეხბურთელი აფუჭოს,ეს თქვენისთანა გაფუჭებული ხალხის საქმეა
ბაჩი
12 აგვისტო 2020 14:20
0
აბარცაზე ძლიერია ყველა ჩვენი იგროკი ქეცო გააფუჭე მაგ ამბარცა.
dato
23 ივნისი 2020 10:49
8
აი ნახეთ თუ სკამი არ ახეხინოს ქეცბაიამ ;) ისევ აართულ საქმეს გააკეტებს , ერთ წამყვან მცველს გაუბანძებს სომხებს ;)
მწარე
23 ივნისი 2020 10:15
9
ანართოსისში გადავიდა და ერთა ლიგაზე პირველი ადგილის მოგება გამოაცხადა. ეს პრიმიერ ლიგის თუნდაც საშუალო გუნდში რომ გადასულიყო მსოფლიო ჩემპიონობაზე ექნებოდა პრეტენზია. მომინდომა მთვარეზე კოოპერატივი. იტალია - სომხეთი 9-1 გამოიღეთ ჯერ.
G.LA
23 ივნისი 2020 09:25
2
ყველა სეკრეტი არ ასწავლო ჩვენი ნაკრების თორე ბლატაობა მერე ნახე მაგათი
შოკირებული გულშემატკივარი
22 ივნისი 2020 21:51
1
თემო ეგ რამ წაგაყვანინა, ხომ ხედავ უკვე გვებლატავება ))
grisha
22 ივნისი 2020 20:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული