ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად "ხიმნასია და ესგრიმას" მწვრთნელი დიეგო მარადონა უცნაური საქციელით გამოირჩა.
სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც დიეგო მეგობრების წრეში ისვენებდა, შემდეგ ცეკვა დაიწყო და რატომღაც ჩაიხადა. მარადონას ეს საქციელი ახლობლებისთვისაც უცნაური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო პოპულარული ხდება და ყოველ საათში მილიონობით ადამიანი უყურებს.