საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი

AutoSharing Option
დღევანდელ ტოპ-ებში განვიხილავთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთ დროს საუკეთესოები იყვნენ, ან საუკეთესო მომავალი ელოდათ წინ, თუმცა მათი კარიერა ფსკერზე აღმოჩნდა განვითარების სურვილის არ ქონით, ან სულელური გადაწყვეტილებების გამო.

4. კაკა
"მილანიდან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერი კაკას კარიერაში ყველაზე უხეში შეცდომა იყო. ამას თავად ფეხბურთელიც ხვდება. მადრიდში მას გამუდმებულად თან ახლდა უიღბლობა და ტრავმები. რის შემდეგაც ფეხბურთელი ვეღარ ჩადგა ფორმაში და რეგრესი დაეწყო.

რა თქმა უნდა, მკითხველს გაუკვირდება ტრავმა - მიზეზი არ არის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრავმის მიღება-მოშუშება დისციპლინისა და ნებისყოფის
ნაწილია. ძალიან იშვიათია, როცა ტოპ კლასის ფეხბურთელები ტრავმას იღებენ, მაგალითად მესი ან რონალდო, თუმცა, როცა იღებენ, აუცილებლად იბრუნებენ ფორმას.

3. ნეიმარი
ნეიმარი საკმაოდ პრობლემური ადამიანია, ჩვენ ეს შევნიშნეთ, როცა "პსჟ-ში" გადაბარგდა. ამ სამი წლის განმავლობაში რა აღარ მოხდა: ხან შეურაცხყოფის გამო დისკვალიფიკაცია აქვს, ხან გუნდის შიდა ატმოსფეროს აზიანებს, განვითარება ისეთი აშკარა აღარ აქვს, 2 წელიწადში მისი სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროთი შემცირდა.

4 წლის წინ ნეიმარი ამბობდა, რომ 28 წლამდე "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდებოდა, მალე ის 29 წლის ხდება, მაგრამ პირობა შეუსრულებელი დარჩა.

2. ალექსის სანჩესი
სანჩესის შემთხვევაშიც არაშესაფერის კლუბში გადასვლაა პრობლემა. მაშინ როცა ლიონელ მესი ფორმის პიკში იყო და ადამიანურ დონეზე არ თამაშობდა, სანჩესი "ბარსელონაში" არ დაკარგულა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო. მისი შეჩერება არ იყო მარტივი საქმე. "არსენალში" გადასვლის შემდეგ კი გუნდის ლიდერად იქცა, თუმცა მერე ჩილელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და დაღმასვლა დაეწყო. დღეს ის იჯარის წესით "ინტერშია" გადასული და იქაც ვერ ბრწინავს.

1. ბალოტელი
ალბათ, ეს ერთადერთი ტოპ-ის ფორმატია, სადაც მარიო ბალოტელი ყოველთვის პირველი იქნება. ეს ადამიანი თავის თავში ფეხბურთელს უბრალოდ ანადგურებდა. მისი უცნაური, რთული, განურჩეველი, გულგრილი დამოკიდებულება, რომ არა, მარიო დიდებული ფეხბურთელი იქნებოდა. ახლა კი ისეთი კლუბიდან აგდებენ, როგორიც "ბრეშიაა".

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიას?

მომზადებულია zen-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 18 /
გელა ნუგზარაშვილმაც სულ უაზროდ დაინგრია კარიერა ლაციოში გადასვლით.
გენა
28 ივნისი 2020 11:15
3
ელ ჰაჯი დიუფი,პატო,ოქრიაშვილი
Levan
28 ივნისი 2020 09:00
0
კაკას და სანჩესს, ამ სიაში არაფერი ესაქმებათ და პირველი ალბათ ადრიანო უნდა ეწეროს. მე, ჩემი მხრიდან, ქინქლაძესაც დავამატებდი.
ზურა
28 ივნისი 2020 06:46
0
ყველაზე სულელური სტატიაა რაც კი ამ საიტზე წამიკითხავს :))) ნეიმარის კარიერა ფსკერზეა ცალსახად გეთანხმებით :დ
ვაი
28 ივნისი 2020 01:32
0
თქვენ სტრელცოვის თამაში არ გინახავთ, თავში ტვინი, რომ ჰქონოდა პელე მაგასთან მიქარვა იქნებოდა. მელბურნის ოლიმპიადაზე კავშირის ნაკრები მარტომ გაათრია ფინალში. შემდეგ კი ციხეში შევიდა და 8 წლის შემდეგ გამოვიდა, გამოვიდა და იმ წელსვე სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იმ წელს მეორე ნომერი ხურცილავა იყო.
ჟორა
27 ივნისი 2020 22:31
2
ადრიანო
გიორგი
27 ივნისი 2020 22:28
0
სოსო შატბერაშვილი. ჩემი აზრით, ლეიბორისტებიდან არ უნდა წასულიყო...
თერძი ბესო
27 ივნისი 2020 18:58
0
გაიხარე ბესო რა გულიანად გამაცინე :))))))
givi
27 ივნისი 2020 20:41
0
ქინქლაძე
givi
27 ივნისი 2020 18:50
0
ანანიძე
givi
27 ივნისი 2020 18:49
1
კაკას გადასვლა რეალში სულ სხვა თემა იყო, ამაზე უფრო საფუზვლიანად და აზრიანად უნდა წეროთ. ამ ტრანსფერს პოლიტიკა კარნახობდა, სპორტული თვალსაზრისით კი იმას დავამატებ რომ მილანში მას სხვა ფუნქციები ქონდა, მასთან ერთად გაიზარდა ეს მორწმუნე ბიჭი, რეალში კი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა... რაღაც თქვენი იდეით დაბადებული აზრებით ნუ გვაცხოვრრბთ, მე ვარ ამ საიტის ხშირი სტუმარი და ნუ აუფასურებთ ყველაფერს გთხოვთ, მეტი აზრი დაატანეთ
es esea
27 ივნისი 2020 16:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული