ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენი ფეხბურთში დაბრუნების მცდელობებს განაგრძობს. არიენმა "გრონინგენთან" კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით პირველი ვარჯიშის გამოტოვება მოუწია.
მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა მოსამზადებელი სავარჯიშოების დაწყების წინ ფეხბურთელები შეამოწმეს. ინფორმაციას De Telegraph ავრცელებს.
36 წლის ნახევარმცველმა კარიერის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა ისევ დაუბრუნდეს ფეხბურთს და "გრონინგენთან" 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გუნდის ფარგლებში დაიწყო მისი პროფესიონალური კარიერაც.