2020 წელს "ოქროს ბურთი" არ გაიცემა!

AutoSharing Option
ფრაგულმა გამოცემა France Football-მა განაცხადა, რომ 2020 წელს "ოქროს ბურთს" არავის გადასცემს და ეს ისტორიაში პირველად მოხდება მას შემდეგ, რაც ეს პრიზი 1956 წელს დაწესდა.

ჟურნალმა აღნიშნული გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოებით ახსნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია და პრიზის მისაღებად სამართლიანი პირობები მოსპო.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ჯილდოს აღწერაში იყოს ვარსკვლავი, რომელზეც ეწერება: "პრიზი, რომელიც გაცემულ იქნა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული გარემოებების ფონზე."

ამ ჯილდს მიღების მთავარი პრინციპი, სამართლიანობა ვერ იქნება დაცული, კონკრეტულად კი მოთამაშეთა სტატისტიკის მხრივ. არ შეიძლება მოთამაშეთა ერთნაირად შეფასება,
როცა სეზონი ზოგიერთი მათგანისთვის სრულად განსხვავებული იყო,"- წერია განცხადების ტექსტში.

2019 წელს ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ და მეგან რაპინომ მოიგეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ადრე ოქროს ბურთს დამსახურებულ მნიშვნელოვან ტურნირში გამარჯვებულ ღირსეულ ფეხბურთელს აძლევდნენ.შარშან ჩ.ლ-ზე და კოპა ამერიკაზე ჩასვრილ მესის მიყიდეს.ამის შედეგ ჯობია ბაზრზე გამოიტანონ და გაყიდონ.
სამარცხვინოები
18:01 20-07-2020
9
2013-ში ვთქვათ უსამართლო იყო რიბერის ეკუთვნოდა 2010-ში ინიესთას და 2012-ში ხავის რატომ არ ეკუთვნოდათ.იქნებ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები არ გამხდარან.ამ დიდ უსამართლობას მთელი მსოფლიო აღიარებს.მაგრამ ტვინგაყინულ მესისტებს რას გაგაგებინებთ.
ვა რა დონეა
22:27 20-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული