ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოთა შორის მეორეა. ინფორმაციას ტანკერდი პალმერი საკუთარ "თვითერზე" ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლაციოსთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდოს დუბლი მის კარიერაში 733-ე და 734-ე გოლი გახდა. ამ გოლების წყალობით, პორტუგალიელმა რომარიო მოიტოვა და მეორე ადგილზე გადავიდა. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი კი პელეა, რომლის ანგარიშზე 767 ბურთია.
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-5 ადგილს, 716 გოლით იკავებს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო.