მცველები, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიაში არაერთი შემტევი კონფიგურაციის მცველი გვახსოვს, რომლებიც არა მხოლოდ სტანდარტულებიდან ახერხებდნენ მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრას, არამედ თავად აბრუებდნენ მეტოქეს და ფენომენალურად გაჰქონდათ გოლები. თუმცა ზოგიერთი მათგანი აშკარად ფორვარდებზე შედეგიანი აღმოჩნდა. დღეს მოგიყვებით იმ მცველებზე, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.

5. რობერტო კარლოსი, 118 გოლი
კარიერის მანძილზე ბრაზილიელმა მცველმა არაერთი საოცრება ჩაიდინა მოედანზე, თუმცა ის ფაქტი, რომ ბევრ თავდამსხმელზე მეტი გაიტანა, მის უნიკალურობას კიდევ უფრო ზრდის. რობერტომ თავი დაგვამახსოვრა ფეხბურთელად, რომელიც ბურთს ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ გზავნიდა. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი
მცველია.

4. ლორან ბლანი, 161 გოლი
ნახევარზე მეტი გოლი ლორანმა ნახევარმცველის პოზიციიდან "მონპელიეში" გაიტანა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სტატიაში მისი ადგილი არ არის. პირიქით, ლორანი აქტიურად მუშაობდა როგორც წინ, ასევე, უკან. ამ თვისების გამო გაიტანა 80 გოლიც და ბომბარდირ მცველებს შორის ადგილი გაიმყარა.

3. ფერნანდო იერო, 163 გოლი
"რეალში" თამაშის დროს, მცველის პოზიციის გარდა, ის საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა. ერთ დროს პენალტის დამრტყმელიც კი იყო. თუმცა გოლების უმეტესობა სწორედ მცველის პოზიციიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იეროს დროს "რეალში" ვარსკვლავების ცვენა იყო და გუნდი პოზიციურად საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, იეროს მოწინააღმდეგეები ვერ აჩერებდნენ.

2. პასარელა დანიელი, 175 გოლი
არგენტინელი ცენტრალური მცველი იყო და, პრაქტიკულად, მეორე სართულზე ნებისმიერ ბრძოლაში გამარჯვებული რჩებოდა. საოცარია ის, რომ დანიელის სიმაღლე 173 სმ იყო. მიუხედავად ამისა, პასარელა ეფექტური იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

1. რონალდ კუმანი, 252 გოლი
რონალდის შედეგის გამეორება თითქმის შეუძლებელია. საშუალოდ ერთ მატჩში მას 0.33 გოლი გაჰქონდა. მცველისთვის ეს დაუჯერებელი შედეგია. ჰოლანდიელისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კარამდე მანძილს. ის 40 მეტრიდანაც ეფექტურად ურტყამდა და მაინც ახერხებდა მოწინააღმდეგის კარის აღებას.

მომზადებულია ზენ-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პასარელა დანიელი საინტერესო მიგნებაა
svani
16:09 27-07-2020
0
სერხიო რამოსი უნდა იყოს სიაში
ნაკრებში 21 გოლი აქვს გატანილი
კლუბში 100
Zaza
06:08 29-07-2020
0

სიახლეები პოპულარული