ლოვრენი: პუტინთან ფოტო გადავიღე, მოდრიჩმა კი ყველაფერი...

AutoSharing Option
"ზენიტის" მცველი დეიან ლოვრენი რუსეთის პრეზიდენტთან გადაღებული სურათით ძალიან ამაყია, თუმცა ფოტო ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც გეგმავდა და ამაში მადრიდის "რეალის" მცველს, ლუკა მოდრიჩს ადანაშაულებს.

"სპორტს.რუ"-სთან ინტერვიუში ლოვრენს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ მას რუსეთთან რაღაც აკავშირებდა. დეიანმა კი თქვა, რომ ეს პუტინთან გადაღებული ფოტოა.

- სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ მსგავსი ფოტო გაქვთ...
- ერთი წამით, ამოვიღებ ტელეფონს (აჩვენებს ფოტოს). აი, ვლადიმირ პუტინი, პრეზიდენტი.

- მართლა? და ეს ლუკა მოდრიჩია?
- დიახ, ლუკაა. მოკლედ, მე ვკითხე პრეზიდენტს: "შეიძლება თუ არა თქვენთან ფოტოს გადაღება?"
ერთადერთი ვიყავი, ვინც ტელეფონი ამოვიღე, ლუკა კი უბრალოდ კადრში შემოძვრა.

- მან ყველაფერი გააფუჭა!
- დიახ, ლუკა აქ არ უნდა იყოს. ამიტომ ასე ვაკეთებ (ადიდებს ფოტოს ისე, რომ ლუკა აღარ ჩანს). აი, ასე უნდა იყოს სინამდვილეში.

შეგახსენებთ, ლოვრენი რამდენიმე დღის უკან "ზენიტის" ფეხბურთელი გახდა. "ზენიტამდე" კი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა, მარტო ტელეფონს არ გაყიდის?!... თუ ლოვრენიც უნდა ვიყიდო და ზენიტიც?!...
პუტინის ფანი
13:56 04-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული