ამჟამად ნიდერლანდებში 19-წლამდელთა შერეული გუნდებით თამაში ნებადართულია. 19 წლის შემდეგ გოგონებს ბიჭებთან ერთად А კატეგორიის ტურნირებში თამაშის უფლება არა აქვთ, რის გამოც იძულებულნი არიან ან ქალთა შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა, ან შერეული გუნდების В კატეგორიაში. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, შეიძლება შეზღუდვა გაუქმდეს.
ფეხბურთის კავშირს მიაჩნია, რომ წესებში შესაძლო ცვლილებები იმ გოგონებს, რომლებიც მცირე დასახლებებში ცხოვრობენ, სადაც სრულფასოვანი გუნდების შექმნის საშუალება არ არსებობს, სპორტში
თავის რეალიზაციაში დაეხმარება.
"კარგია, რომ "ფოარუტში" გავაგრძელებ ასპარეზობას. ამ ბიჭებთან ერთად 5 წლიდან ვთამაშობდი და საწყენი იქნებოდა, თუ მათ არ შევუერთდებოდი. წარმოდგენა არა მაქვს, ეს როგორ იმუშავებს, მაგრამ ექსპერიმენტში მონაწილეობამ ძალიან გამახარა", - განაცხადა ელენმა.
უცნაური ისაა, რომ სქესობრივი აღგზნებისა და ურთიერთდაინტერესების ფაქტორი თითქმის ნულამდეა დასული.
კიდევ ის გახლავთ საინტერესო, რომ მამაკაცებთან კონკურენციამ ქალები უფრო გააძლიერა და არც ერთ სამხედრო ნორმატივში არ უდებენ ტოლს.
უბრალოდ, ამ შემთხვევაში პროფესიონალიზმს აყენებენ პირველ პლანზე და გენდერული "ცელქობები" დაბლოკა მათმა გონებამ. ვფიქრობ, სამხედრო პირისთვის ეს მნიშვნელოვანი თვისებაა.
რაც შეეხება კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებას. ჩემი აზრით კატასტროფა ამ მხრივ ბანგლადეშში უფროა - საქართველოზე სულ რაღაც ორჯერ დიდ ქვეყანაში 168 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ))