კავაზაშვილი: "სპარტაკს" ბენზინგასამართი გუნდების ჩემპიონატზე მოუწევს თამაში

AutoSharing Option
"სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ამ კლუბის მფლობელის, ლეონიდ ფედუნის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომ მიკერძოებული მსაჯობის გამო გუნდს რუსეთის ჩემპიონატიდან გაიყვანს.

"გუნდი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში თამაშობს, როგორც საშუალო დონის კლუბი. ამაში ფეხბურთელები კი არა, არამედ სწორედ ხელმძღვანელობა და თავად ფედუნია დამნაშავე. დღეს ეტყობა, თავის მრჩეველებს ვერ უგებს. პოლიტიკა მოიკოჭლებს. კლუბის პატრონი თავისი ფულის კლუბში ინვესტირებას ახორციელებს, მაგრამ არ შეუძლია კადრები სწორად გაანაწილოს, ყველაფერი ეს კი მისი იმიჯის გაუმჯობესებას არ უწყობს ხელს.

უკვე ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, რომ გუნდის ჩემპიონატიდან გაყვანის შესახებ
გააკეთა განცხადება. მიდი, გაიყვანე, გაიყვანე! შენ მეტად აღარსად არ ითამაშებ. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, დაგაჯარიმებენ. გუნდი რამდენიმე წელი ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ბენზინგასამართი ჩემპიონატის გუნდების პირველობაზე მოგიწევს თამაში", - ციტირებს კავაზაშვილს "Р-Спорт"-ი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ვაჟბატონი ყველა ინტერვიუში გვლანძღავს ქართველებს .
რა საჭიროა ასე ხშირად მისი აქ გამოჭენება?
ILIA
00:18 11-08-2020
3
დავითს: კავაზაშვილი "სპარტაკშიც" თამაშობდა - 1969-1971 წლებში.
ავთო
22:23 10-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული