გვილიას გუნდი "ლესტერის" ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი ბარტოშ კაპუსტკა "ლესტერიდან" "ლეგიაში" გადავიდა, - იტყობინება ვარშავული კლუბი თავისი "ტვიტერით".

კაპუსტკამ "ლეგიასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ტრანსფერის ფასი კი ცნობილი არ არის.

"ლესტერმა" კაპუსტკა 2016 წელს "კრაკოვიასგან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მხოლოდ 3 მატჩში ათამაშა - ის "ფრაიბურგსა" და "აუდ-ჰევერლეში" ჰყავდა განათხოვრებული.

კაპუსტკას პოლონეთის ნაკრებში 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

"ლეგიაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული