რიო ფერდინანდი: ლევანდოვსკის ადგილას პეტიციას შევქმნიდი...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ამჟამად ფეხბურთის ექსპერტად მომუშავე რიო ფერდინანდმა მიმდინარე სეზონში "ოქროს ბურთის" ჯილდოს გაუქმების გამო საკუთარი უკმაყოფილება ვერ დამალა.

"ლევანდოვსკის ადგილას რომ ვიყო, "ოქროს ბურთის" პრიზის გაცემის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას შევქმნიდი. თუ ლუკა მოდრიჩს არ ჩავთვლით, ბოლო 12 წელში ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო დომინირებდნენ, წელს კი ლევანდოვსკი სხვა დონეზე ავიდა. ვერ დამიჯერებია, რომ ამ ჯილდოს გაცემაზე უარი თქვეს...

დაუნდობლობა - ამ გადაწყვეტილებას ეს სიტყვა შეეფერება. იმის მიხედვით, რაც ლევანდოვსკიმ ამ სეზონში გააკეთა, პოლონელი "ოქროს
ბურთს" იმსახურებს და თუ ის მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგასაც მოაგებინებს და მაინც ვერ მიიღებს ამ პრიზს, ეს უსამართლობა იქნება. ამ ჯილდოს გაუქმება დიდ სირცხვილად მიმაჩნია.

რატომ არ შეუძლიათ ამ ტიტულის მინიჭება დიდი ცერემონიის გარეშე? მაიკლ ოუენს თუ დაელაპარაკებით და ჰკითხავთ, რა იყო საუკეთესო "ტროფეი", რაც კარიერაში მოუგია, დიდი ალბათობით, 2001 წელს მიღებულ "ოქროს ბურთს" დაასახელებს.

ამ სიაში ყოფნა განსაკუთრებული რამ არის. ყველა ფეხბურთელს უნდა მსოფლიოს საუკეთესოებში დასახელება, ეს ხომ ელიტაა, ტოპ-მოთამაშეების ნავსაყუდელი. ამ თაობაში ორი დომინანტი ფეხბურთელია, რომლებიც ყველას სჯობდნენ.

ასეთ ვითარებაში "ოქროს ბურთის" მოგება ლევანდოვსკის კიდევ უფრო განსაკუთრებულ სპორტსმენად აქცევდა. ახლაც ვერ დამიჯერებია, ეს შესაძლებლობა როგორ წაართვეს", - განაცხადა ფერდინანდმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
პეტიცია ლევანდოვსკიმ კი არ თქვენნაირებმა უნდა შეადგინოთ ვინც მასე ფიქრობთ რომ მარტლაც უსამარტლობაა წელს ოქროს ბურტის გაუქმება
2
დავუშვათ შედგა პეტიცია, დავუშვათ დაკმაყოფილდა... ე ბიჯო კიდე მოდრიჩს რო მიცენ, სა მიხვალ მერე?? ჰა?
genius1113
18:18 14-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული