ბელარუსი ფეხბურთელი: ვიდრე ლუკაშენკო პრეზიდენტია, ნაკრებში არ ვითამაშებ

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის თავდამსხმელი ილია შკურინი ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ის თამაშზე უარს აცხადებს.

მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო განაცხადა, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ იასპარეზებს.

"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის თაობაზე ისევ სოციალური ქსელიდან ვიგებ, ამიტომ ჩემს პასუხს აქ ვწერ.

ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარს იქამდე ვაცხადებ, ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. ჟივე ბელარუს", - წერს შკურინი "ინსტაგრამზე".

მის შესახებ ბელარუსულ გუნდებში
ნამუშევარმა მწვრთნელმა ანატოლი ბაიდაჩნიმ თქვა, რომ არც მთლად ისეთი ვარსკვლავია, ნაკრები მის გარეშე ფონს ვერ გავიდეს და ფეხბურთს ლუკაშენკოს გამო ხომ არ თამაშობსო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Is rac belarusshi xdeba mosalodnelic iyo da xalxis protestic samartliania tumca... chveni qveynis chrilshi rom avigot eg tema, eg lukashenko is kacia romelic verafrit daitanxma rusetma, rom afxazeti da oseti egiarebina belaruss.
Milani
07:13 16-08-2020
1
ალბათ თავი პატრიოტად მიაჩნია?ლუკაშენკოები მოდიან და მიდიან,ბელორუსი კი დარჩება.თუმცა ეგეც საკითხავია.ახლა ლუკაშენკოს კბილებით უჭირავს და თუ ეგ მოიშორეს,ორ წელიწადში,მედროვეები,დედას უტირებენ ქვეყანას.
სოსო
20:25 15-08-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული