წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
არ გაზრდილა ეგ ბიჭი საქართველოში სადაც გაზრდილა იქ ითამაშოს. ჩვენი გავზარდოთ კარგი ის სჯობს, მაგრამ გუშინდელმა დინამოს თამაშმა სულ მო მიკლა იმედიც და გულიც. ქუჩის ფეხბირთზე იზრდება ბარზილიაშიც და არგენტინაშიც ფეხბურთელები, დღეს თბილისიშიც და სხვაგანაც ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს ვერ ნახავ, ამიტომაც დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა იერიცს და ტალანტიც. ძიან სახლში კომპუტერ მიშტერებულები ეეჰ
ნიკო
02:20 21-08-2020
2
მე რასაც დავაკვირდი ძალიან მაგარი მლიქვნელი და კარიერისტი ფეხბურთელია როცა დინამოს დუბლებში იყო და ყურადღებას არავინ არ აქცევდა მაშინ სულ იმას იძახდა საქართველოს ნაკრებში მინდა თამაშიო ჩემი ოცნებაოო და მერე რომ წაიყვანეს უკრაინის ასაკობრივთან ერთად იქ თავი გამოიჩინა და კლუბშიც, რომ დააწინაურეს მერე დაავიწყდაა ყველაფერი და უკრაინის პატრიოტი გახდაა სიმართლე ისაა, რომ ამ ბიჭს და ამისნაირებს ნაკრები სჭირდება საკლუბო კარიერისთვის ახლა იმედი აქვს დინამოში დაიმკვიდრებს ადგილს და მერე შევჩენკოო წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე და იქ კარგი თამაშის მერე გრანდში მოხვდებაა ასეთი ადამიანი მე საქართველოს ნარებში კიარა მე 5 ლიგის სამოყვარულო გუნდშიც კი არ მინდა პირფერი და მლიქვნელი ადამიანი ჯერ კაცი უნდა იყო და პიროვნება და მერე ფეხბურთელი.
გელა
00:16 21-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული