წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
ჯავახიშვილი გამახსენდა თავისი ამასწიმანდელი განცხადებით - ბათუმში სურთ, სტადიონი ჩემი სახელობისა იყოსო... მოდი დინამო არენა ამის სახელობისად ხო არ გადავაქციოთ? ვაი მაგათ პატრონს!!! ეგ ერთი ვაზელინა ბიჭია რომელიც კაცად არ ვარგა!!! ახლა შევასთან დავრეკო იქაურ ნაკრებსაც არ გააკეთოს თორე დაუღუპავს ტასოტისთან ერთად საათივით აწყობილ გუნდს!!! აფსუს!!!!!
გიგა
21 აგვისტო 2020 02:19
2
ერთადერთი გუნდი ფეხბურთში ვისაც არანორმალურად ვგულშევმატკივრობ ეგ საქართველოს ნაკრებია მართლაც რომ უფრო ხშირად გული მტკივა მაგათი თამაშის გამო მაგრამ ეს ჩვენი ნაკრებია რაც არის ის არის ....და ღმერთს გაფიცებთ ვისაც ეხება ...ეგ ცხრაას ...ზე გადანახმტარს უკვე თან მის ასაკში ნაკრებს არ მიაკაროთ....ჯერ ერთი ეგ ფეხს არ გაანძრევს ნორმალურად ვაი ტრავმა არ ავიკიდო და კიევის დინამო არ დავაღალატოვო ...მეორეც ეგეთი ინტრიგანი არევს მთელ გუნდს ...მესამე და თან მთავარი იმ მესაზღრეს რა ვუთხარ მე ვინც მაგას და მამამისს ( გამყიდვლები ორთავე !!!სამშობლოს გაყიდვა მარტო საიდუმლოს გამხელა არაა ფულში და კარიერაში რომ გაცვლი სამშობლოს ეგეც ქვეყნის ღალატია)საზღვარს გადმოაკვეთინებს ასე რომ რა ეროვნული ნაკრები რის ნაკრები ...მაგის გამო ნუ შემაძულებთ პანაშვიდებ-თერთმეტების ყურებას ... რაღაცამ გული ხომ უნდა გამიგლიჯოს აბა ცას ხომ არ გამოვეკერები .....!!!!
Aueee
21 აგვისტო 2020 01:01
3
10000000%გეტანხმები ორივე მამაშვილი მოხალატეები არიან
ქუთაისელი
21 აგვისტო 2020 13:54
0
არ გამოვა მაგისაგან კაცი.მამამისიც ნიჭიერი იყო,მაგრამ ფულის დევნაში უამრავი ქვეყანა მოირბინა და ფეხი ვერსად მოიკიდა.ახლა შვილიც,მხოლოდ საშოვარისთვის ჰყავს დაგეშილი.ხომ ნიჭიერია,მაგრამ არც უკრაინაში ივარგებს,დარწმუნებული ვარ.მაგაზე ინფორმაციას,როგორც სხვა,ნებისმიერ უცხოელ ფეხბურთელზე,ისე ვიღებ.
სოსო
21 აგვისტო 2020 00:59
1
ვაჩიბერაძის მაგალითი არ მოუვიდეს ფრთხილად იყვეს ან თუნდაც ჯიქიასი როგორც ითამაშა მსოფლიოზე არ უნდა ღმერთმა ხელი მოუმართოს.ზოგადად სხვები არ უნდა დავკარგოთ და დავასწროთ ჩვენ მოწვევა აირიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში გაზრდილი ქართველები და სანამ არჩევამდე მივა საქმე ჩვენ ხალხმა უნდა გავაცნოთ ისინი საზოგადოებას პატარა ასაკიდანვე და უფრო მიაქცევენ ყურადღებას
თემური
21 აგვისტო 2020 00:59
1
ღმერთმა ხელი მოუმართოს სადაც არის, იქ მეტი პერსპექტივა და წინსვლის საშუალება ნახა და წავიდა.
დათო
21 აგვისტო 2020 00:59
13
ეს თითქმის იგივეა ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე რო უარი თქვას დინამოს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ან ვინ ეძხის მაგრამ მაინც!!! ისე კი თუ ადამიანი ვერ ხვდება რას ნიშნავს სმშობლოს სახელით ასპარეზობა იქ სალაპარაკო აღარაფერია!!!
ნკ
21 აგვისტო 2020 00:58
5
არ გამოგვადგება ეს ვაჟბატონი, !!! არ აქ სამშობლოს სიყვარული ამას, და რას ეხვეწებით? საერთოდ არ მაინტერესებს , თქვენ რო არ გვაჩეჩებდეთ ამის ვითომ მიზანსწრაფულობას!!! ესეთი გოგოიან ითამაშა გერმანიის ნაკრებში, მერე ვაჩუბერიძემ და მერე ჯიქიამ მოიარა ევროპები და მსოფლიოები. ამასაც იგივე ელის, მოკლედ დვალიშვილი მირჩევნია გამოიძახონ ისევ ვიდრე ეს ჩამოიყვანონ ხვეწნა მუდარით.(((( დვალიშვილს არაფერს ვერჩი, მაგასაც ქონდა კაი პერიოდი ისრაელიში, ლიგაზეც კი აქ ნათამაშები იუვენტუსის წინააღმდეგ))
Vasili
21 აგვისტო 2020 00:42
3
ამ არსებაზე ლაპარაკიც არა ღირს და არც სიახლეები მაინტერესებს მის შესახებ...მაგრამ ერთი რამ კი ძალიან მინდა გავიგო. მამამისი, კლიმენტი წიტაიშვილი ნუთუ ძნელი საპოვნელია რომ მასთან ერთი ინტერვიუ ვერ მოახერხეთ კონკრეტული კითხვები რომ დაუსვათ. მისი როლია ამ სიტუაციაში გასარკვევი და სირცხვილი თქვენ, რომ ელემენტარული რამ ვერ მოახერხეთ.
emigranti
21 აგვისტო 2020 00:41
3
ნუ შეგვაწუხეთ ამ წიტაიშვილით. არ უნდა და რას ეტენებით ერთი ვერ გავიგე?
არტ
21 აგვისტო 2020 00:39
1
რა ახალგაზრდები გვყავს ნეტა ყველაფერი კარგად წავიდეს და ვის რათ უნდა წიტაიშვილი? კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ნინუა. ეს მხოლოდ ნახევარდაცვა. რომელზე უკეთესი ხარ? ხვიჩას დრიბლინგების და კიტეიშვილის ჭკვიანური თამაშის ნახვა ერთ რამედ ღირს. ჩვენ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს და დარწმუნებული ვარ გაგვახარებენ ქომაგებს!
baba
21 აგვისტო 2020 00:37
2
შენთანა ვარ ძმაო, ბოდიში, შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე, ნეტა ჩვენი ბიჭები არ იზარმაცებდნენ და დიდი შედეგების დადება შეუძლიათ, მთავარია თვითონ ირწმუნონ ეს!
აბა რაა
21 აგვისტო 2020 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული