ლეგენდარული მწვრთნელი ბრუნდება?! - ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კუმანს ნიდერლანდების ნაკრებში

AutoSharing Option
ნიდერლანდური FOX Sports-ის ჟურნალისტმა იან ვან ხანგელემ გაავრცელა შიდაკულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თუ რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდება, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს არსენ ვენგერი ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ყოფილი დამრიგებელი დათანხმდა "ნარინჯისფერების" გაწვრთნას, თუ ნაკრებს 57 წლის სპეციალისტი დატოვებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 70 წლის ფრანგი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას და საკუთარი სურვილი გააცნო.

პარალელურად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანთან მოლაპარაკებები დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ Le10Sport-ის ცნობით, ვენგერმა "ბარსას" გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ. საინტერესოა ვენგერი რას იზამს ჰოლანდიაში
macbook pro
18 აგვისტო 2020 19:26
0
ნომერი პირველი კანდიდატი თენ ჰაგია,შემდეგ მოდის პეტერ ბოში,შემდეგ ფრანკ დე ბური,კოკუ და ვან ბრონკჰორსტი,შემდეგ ვეტერანთა გვარდია ადვოკაატი,ჰიდინკი და რაც მთავარია ვან გაალი.ამათგან ადვოკაატი დაკავებულია,ჰიდინკი კი ძალიან დაბერებული.თუ ვეტერან მწვრთნელებზე მიდგა არ მგონია ლუის არსენი არჩიონ.საინტერესო იდეაა ვენგერი ჰოლანდიის ნაკრებში,მეტიც,დიდი სანახაობა,მაგრამ არ მგონია ამ იდეას განხორციელება ეწეროს.
Master
18 აგვისტო 2020 19:25
0
თენ ჰაგია ნომერი პირველი ვარიანტი.შემდეგ მოდის პეტერ ბოში,შემდეგ ფრანკ დე ბური,კოკუ და ვან ბრონკჰორსტი,შემდეგ ძველი გვარდია ადვოკაატი,ჰიდინკი,ვან გაალი,ამათგან ადვოკატი დაკავებულია,ჰიდინკი ძალიან დაბერებული.ვეტერანი მწვრთნელი თუ უნდათ ვან გაალი იქვე ყავთ და არ მგონია ვენგერი არჩიონ ლუის.ძალიან ბევრი ვარიანტი აქვთ,ამიტომ ძალიან საეჭვოა ვენგერი დანიშნონ.იდეაში კი კარგად ჟღერს ისე ვენგერი ჰოლანდიის ნაკრებში,ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იქნებოდა,მაგრამ არ მგონია ამ იდეას განხორციელება ეწეროს.
master
18 აგვისტო 2020 16:35
0
სირობა გაგძელდება ბარსაში
ლ.გიო
18 აგვისტო 2020 14:59
6

სიახლეები პოპულარული