"სერენის" 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი.
ის მეორე ტურში "დეინცესთან" საშინაო მატჩშიც სასტარტოში იყო, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მისმა გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - 3:2. გიორგი 90+5-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძემ პირველ ტურში "ლომელთან" (5:3) პოკერი შეასრულა, იქამდე კი სპარინგში "გენტის" კარი დალაშქრა. ასე რომ, უკანასკნელ 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი შედეგიანი ფორვარდის საქართველოს ნაკრებში მიწვევა უპრიანი იქნება, მით უმეტეს, როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ქართულად საუბრობენ და ფრანგულად ჟორჟს კი არა, არამედ გიორგის უძახიან.
როგორც იცით, მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.
ფედერაციამ ახლავე უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ბიჭს მგონი არანაირი პრობლემა არ იქნებოდა თუნდა ამ ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე(21 წლამდე) გამოეძახათ და მიეცათ შანსი.
ფეხბურთელიც იგრძნობდა ყურადღებას საქართველოს მხრიდან და მეტი მოტივაცით ითამაშებდა კლუბშიც და ნაკრებშიც.
მართლაც არ არის საჭირო ვიღაც გარუსებულების და კარიერისტი ფეხბურთელების დევნაა ვისაც არ უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაში ეგეთები უნდა დავივიწყოთ,მაგრამ მე პირადად არამგონია რომ ამ ბიჭმა ნაკრებზე უარითქვას.
პ.ს სასრუველი იქნება თუ ჟურნალისტები დაუკვაშირდებით ფეხბურთელს ოჯახს და ჩაწერთ მასთან ინტერვიუს და უკეთესად გაგვაცნობთ ამ ფეხბურთელს.