19 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი.

ის მეორე ტურში "დეინცესთან" საშინაო მატჩშიც სასტარტოში იყო, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მისმა გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - 3:2. გიორგი 90+5-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძემ პირველ ტურში "ლომელთან" (5:3) პოკერი შეასრულა, იქამდე კი სპარინგში "გენტის" კარი დალაშქრა. ასე რომ, უკანასკნელ 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი შედეგიანი ფორვარდის საქართველოს ნაკრებში მიწვევა უპრიანი იქნება, მით უმეტეს, როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ქართულად საუბრობენ და ფრანგულად ჟორჟს კი
არა, არამედ გიორგის უძახიან.

როგორც იცით, მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა იაშვილი და მუჯირი დატრიალდით და ჩამოიყვანეთ ეს კაცი საქართველოს ნაკრებში! რუსეთში, რომ დასდევდით ჯიქიებს და მელქაძეებს ეს ბიჭი ყველას მათ ერთად აღებულს გადაიწონის ყველაფერში!
მწრთვნელი
29 აგვისტო 2020 00:12
1
ფედერქციაში ვისაც ეხება ეს საქმე მიაქციეთ ყურადღება ამ ბიჭს ახლაც შეიძლებოდა მისი გამოძახება 21 წლამდე ნაკრებში
გიო
29 აგვისტო 2020 00:34
1
საინტერესოა ჩვენ ბიჭებთან თუ აქვს კავშირი ბელგიაში.ისე უკვე საჭიროა თადარიგის დაჭერა.თან თავდამსხმელი,სადაც გვიჭირს......
კახა ქ.
29 აგვისტო 2020 03:55
1
იმედი მაქვს რომ გიორგი კარგი შედეგიანი სეზონი ექნება წელს რისი ნიშნებიც უკვე სჩანს და მომვალ სეზონში უკვე მეციში როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრი ისე დაბრუნდება და ჩვენც ლიგა1 ში გვეყოლება ფეხბურთელი.
ფედერაციამ ახლავე უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ბიჭს მგონი არანაირი პრობლემა არ იქნებოდა თუნდა ამ ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე(21 წლამდე) გამოეძახათ და მიეცათ შანსი.
ფეხბურთელიც იგრძნობდა ყურადღებას საქართველოს მხრიდან და მეტი მოტივაცით ითამაშებდა კლუბშიც და ნაკრებშიც.
მართლაც არ არის საჭირო ვიღაც გარუსებულების და კარიერისტი ფეხბურთელების დევნაა ვისაც არ უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაში ეგეთები უნდა დავივიწყოთ,მაგრამ მე პირადად არამგონია რომ ამ ბიჭმა ნაკრებზე უარითქვას.
პ.ს სასრუველი იქნება თუ ჟურნალისტები დაუკვაშირდებით ფეხბურთელს ოჯახს და ჩაწერთ მასთან ინტერვიუს და უკეთესად გაგვაცნობთ ამ ფეხბურთელს.
გელა
29 აგვისტო 2020 00:49
3
პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავისი ფესვებითა და პრეროგატივით შეუძლია ეს მაინც გააკეთოს თავისი კარიერის მანძილზე.
მინდია
29 აგვისტო 2020 01:59
6
ორმაგი მოქალაქეობის კანონი აღადგენინოს წულუკიანს მაგის უკეთესს ვერაფერს იზამს. ისე არა მგონია ამ ბიჭმა საფრანგათის მოქალაქეობაზე უარი თქვას, რადგან ფეხბურთელისთვის ევროკავშირის მოქალაქეობა დიდი შეღავათია.
hhh
29 აგვისტო 2020 16:30
0
სასწრაფოდ ესნლ ბიჭი აქეეთ ნაკრებში!!!
ბაჩი
29 აგვისტო 2020 15:55
1
წესით არ უნდა იყოს ამის გადმობირება რთული,უნდა დატრიალდეს ფედერაცია და რაც შეიძლება მალე ქნას საქნელი.ბელგიის მეორე ლიგა ადვილი სათამაშო რომ არაა ბუღრიძის მაგალითზეც გამოჩნდა.ნახევარ სეზონში ერთხელაც არ ათამაშეს ძირითადში,არადა აქ გამორჩეული იყო.
Master
29 აგვისტო 2020 12:02
0
ამ გაუთავებელი რეკლამით ისე შემაჯავრეთ ვენდისი, რომ მანდ ცხოვრებაში არაფერს ვიყიდი ნაპრინციპ.
SL
29 აგვისტო 2020 06:23
0
რა დატრილება ამ საქმის მოგვარებას უნდა.იაშკა ერთხელ გადაურეკავს ამხ. მაკრონს და პრეზიდენტის თვითმფრინავით გამოგვიგზავნის მიქაუტაძეს ნაკრების შეკრებაზე.ეგღა აკლია ჩვენი პარლამენტის დეპუტატის ძმაკაც იაშკას, რომ აქეთ-იქით ირბინოს.მაგის და კობის ავტორიტეტი ევროპაში იმდენად დიდია,რომ მაკრონმა შეიძლება პირადად ჩამოაცილოს კიდეც ჩვენებური.
დ.დ.
29 აგვისტო 2020 01:40
12
ჩემი აზრით ასე ორი თამაშით ვერ იტყვი რომ ეს ბიჭი არის მომავალი ტოპ ფეხბურთელი თუმცა ფაქტია რომ ასეთი შემსრულებელი ნაკრებს თავდამსხმელი არ ყავს ამ ეტაპისთვის.. და ნამდვილად ერთი კარგი ინტერვიუ არ გვაწყენდა ამ ბიჭის... საინტერესოა რამდენად ქართველობს...
მევარმე
29 აგვისტო 2020 11:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული