19 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი.

ის მეორე ტურში "დეინცესთან" საშინაო მატჩშიც სასტარტოში იყო, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მისმა გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - 3:2. გიორგი 90+5-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძემ პირველ ტურში "ლომელთან" (5:3) პოკერი შეასრულა, იქამდე კი სპარინგში "გენტის" კარი დალაშქრა. ასე რომ, უკანასკნელ 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი შედეგიანი ფორვარდის საქართველოს ნაკრებში მიწვევა უპრიანი იქნება, მით უმეტეს, როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ქართულად საუბრობენ და ფრანგულად ჟორჟს კი
არა, არამედ გიორგის უძახიან.

როგორც იცით, მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა იაშვილი და მუჯირი დატრიალდით და ჩამოიყვანეთ ეს კაცი საქართველოს ნაკრებში! რუსეთში, რომ დასდევდით ჯიქიებს და მელქაძეებს ეს ბიჭი ყველას მათ ერთად აღებულს გადაიწონის ყველაფერში!
მწრთვნელი
00:12 29-08-2020
1
ფედერქციაში ვისაც ეხება ეს საქმე მიაქციეთ ყურადღება ამ ბიჭს ახლაც შეიძლებოდა მისი გამოძახება 21 წლამდე ნაკრებში
გიო
00:34 29-08-2020
1

სიახლეები პოპულარული