ალბანეთმა ბელარუსის ნაკრები პირწმინდად დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე დღეს ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მეტად ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლისათვის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქის, ბელარუსის თამაში აინტერესებდა.

ბელარუსები ალბანეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ. ანგარიში სრულად არ ასახავს შეხვედრის სურათს, რადგან სტუმრებმა მასპინძლები ძალიან დაჯაბნეს, შეიძლება ითქვას, მოედანზე ორი სხვადასხვა კლასის გუნდი იყო.

ალბანელების მაღალ პრესინგს მარხელის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, მათი მეტოქე გაცილებით უფრო სწრაფად და კომპაქტურად თამაშობდა და პირველ ტაიმში დაწინაურდა კიდეც - 20 მეტრიდან გოლი ციკალეშმა გაიტანა.

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ბელარუსები შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდნენ, ზურგი
მოუშიშვლდათ და სწრაფი კონტრშეტევისას ბარემ მეორედ დალაშქრა გუტორის კარი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსებმა მოწინააღმდეგის კარში ერთადერთხელ დაარტყეს - 87-ე წუთზე შორიდან და სტრაკოშა ბურთს ადვილად დაეუფლა.

მინსკი. „დინამო“
ბელარუსი - ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 ციკალეში (23), 0:2 ბარე (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამაგიეროდ ამ ნაკვეთიდანაც კარგად ჩანს, რომ ალბანეთის ნაკრები ჩვენსაზე გაცილებით ძლიერია.
zurab
05 სექტემბერი 2020 10:28
3
საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას იმედი მაქვს.მხოლოდ მაგათ გამო თუ ვუყურებ ამ ეროვნული ნაკრების თამაშებს.
კარგით რა
05 სექტემბერი 2020 16:37
4
ალბანელებს თამაში უსწავლიათ, მაგრამ მაინც ჩვენი ბულკები არიან
სააკაძე
05 სექტემბერი 2020 11:57
11
მაგ ჩვენმა ბულკებმა 2016 წელს ევრო პირველობაზე ითამაშეს,თან მაშინ ერთა ლიგა და რამე მსგავსი არ იყო,ოფიციალურად შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ ევროპაზე. 6-7 წლის წინ ვუგებდით,მაგრამ მას შემდეგ პროგრესი განიცადეს და დღეს ბუნდესლიგა-სერია ა-ში თამაშობენ მათი ფეხბურთელები. იმედია ჩვენც ასე პირწმინდად მოვუგებთ ბელორუსს 1 თვეში!
გიორგი ბათუმი 97
05 სექტემბერი 2020 18:45
1
კი, უეჭველი
:)
05 სექტემბერი 2020 18:35
1
ყველა გამოხმაურება
უსახური და უპერსპექტივო გუნდი აი ეს არის ბელარუსის ნაკრები ამ ეტაპზე. მაგათი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ამბიცია უკვე იუმორს იწვევს. 3 ბურთიანი უპირატესობით უნდა მოვუგოთ მინიმუმ
იაგო
05 სექტემბერი 2020 09:34
4
თამაშს არ მალავდნენ ველარუსები.არა გამორიცხული.
+++
05 სექტემბერი 2020 06:09
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული