არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ხულიო ოლარტიკოეჩეამ ლეო მესისა და დიეგო მარადონაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"ისინი ლიდერები არიან, მაგრამ ორივე სხვადასხვანაირია. მარადონას უფრო მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, მესი კი პირიქით, წყნარია.
არ შეიძლება მესისგან ის მოითხოვო, რასაც მარადონა აკეთებდა. ისინი ძალიან განსხვავდებიან", - ციტირებს ოლარტიკოეჩეას TyC Sports-ი.