ბრაზილიის სერია A-ს მე-10 ტურში "კორინთიანსი" გასვლაზე "ფლუმინენსესთან" 1:2 დამარცხდა, რამაც სტუმარი კლუბის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.
13 სექტემბერს გამართული მატჩის შემდეგ ფეხბურთელები სან-პაულუში დაბრუნდნენ, აეროპორტში კი გაცეცხლებული გულშემატკივრები დახვდნენ.
როცა მოთამაშეები კლუბის ავტობუსისკენ გაემართნენ, ფანები მათ თავს დაესხნენ. ფეხბურთელები სატრანსპორტო საშუალებაში სწრაფად ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ფანები ამაში ხელს უშლიდნენ და სხვადასხვა "თბილი სიტყვით" ამკობდნენ.
დაზიანება არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია, არც ფანებიდან დაშავებულა ვინმე.
აგრესიის მიზეზი კი ის გახლდათ, ბოლო 5 მატჩიდან "კორინთიანსმა" მხოლოდ 1 მოიგო და 1 ითამაშა ფრედ, დანარჩენ 3-ში დამარცხდა. გუნდი 9 ტურის შემდეგ კი სერია A-ს ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.