"ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი თაღლითობაში დაადანაშაულეს.
"შპიგელის" ცნობით, ფეხბურთელის ყოფილმა მრჩეველმა, პოლონეთის ეროვნული გუნდის ექს-ფორვარდმა ცეზარი კუხარსკიმ მას ვარშავის საოლქო სასამართლოში უჩივლა.
კუხარსკის მტკიცებით, რობერტმა და მისმა მეუღლე ანამ (კარატეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია) თავიანთი კომპანია RL Management-დან უკანონოდ გაიტანეს 39 მილიონი პოლონური ზლოტი (9 მილიონი ევრო). კუხარსკი ირწმუნება, რომ ლევანდოვსკები ხშირად ახორციელებდნენ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს.
რობერტმა გამოცემას განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე არაფერი არ იცის.
რობერტმა გამოცემას განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე არაფერი არ იცის.