12 წლის შემდეგ პირველად - რონალდო და მესი უეფას სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდნენ

AutoSharing Option
უეფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია წარმოადგინა, რომლებიც 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ და მათ შორის 12 წლის შემდეგ არც კრიშტიანო რონალდოა, არც ლიონელ მესი.

საუკეთესოს ტიტულის მისაღებად "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი და მისი თანაგუნდელი მანუელ ნოიერი გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

მათ გარდა, კიდევ 7 ფეხბურთელი საუკეთესო ათეულში მოხვდა, თუმცა პრიზის მიღების უფლება არ აქვთ.

ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა:

4-5. ლიონელ მესი - 53 ხმა

4-5. ნეიმარი - 53

6. ტომას მიულერი - 41

7. კილიან მბაპე - 39

8. ტიაგო ალკანტარა - 27

9. იეზუა კიმიხი - 26

10. კრიშტიანო რონალდო - 25

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლევანდოვსკიმ წელს დაიმსახურა მგონია პირველობა და მიიღებს კიდეც, მაგრამ მესი რონალდოს სჯობდა ამ სეზონში? ან თუნდაც ალკანტარა? თვალში ნაცარს გვაყრის უეფა ან ბრმები ვგონივართ
დავით 67
20:27 23-09-2020
8
კიდევ ერთხელ დაამტკიცა უეფამ რომ კორუმპირებული ორგანიზაციაა და არამზადა მესის ნაყიდი ყავს.შარშან ოქროს ბურთი მიყიდეს მიუხედავად საშინელი სეზონისა და წელს სრული კრახის მიუხედავად და 2-8 განადგურების შემდეგ 4-5 ადგილზე გაიყვანეს და კრიშტიანოზე წინ დააყენეს.სინამდვილეში 50 კაცშიც ვერ უნდა მოხვედრილიყო.ასეთი აშკარა უსინდისობა მექრთამე პლატინის დროს დაიწყო უეფაში.
ფუი თქვენი
23:59 23-09-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული