კვლევითმა ცენტრმა YouGov-მა მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ადამიანების რეიტინი შეადგინა და ამ სიის სათავეებთან სპორტის ვარსკვლავებიც მოხვდნენ.
კაცების სიაში კრიშტიანო რონალდომ მე-6 პოზიცია დაიკავა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი სპორტსმენი გახდა.
პირველი ადგილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერგო, შემდეგ მოდიან ბილ გეითსი, ჩინეთის პრეზდენტი ცი ცზინიპინი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნერენდრა მოდი, და მსახიობი ჯეკი ჩანი.
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ ამ რეიტინგში მე-11 პოზიცია დაიკავა და 1 ადგილით აჯობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მე-13-ზე კი მაიკლ ჯორდანი გავიდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა
მსოფლიოს 42 ქვეყნის 45 000 მოქალაქემ მიიღო.