უეფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია წარმოადგინა, რომლებიც 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ და მათ შორის 12 წლის შემდეგ არც კრიშტიანო რონალდოა, არც ლიონელ მესი.
საუკეთესოს ტიტულის მისაღებად "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი და მისი თანაგუნდელი მანუელ ნოიერი გაეჯიბრებიან ერთმანეთს.
მათ გარდა, კიდევ 7 ფეხბურთელი საუკეთესო ათეულში მოხვდა, თუმცა პრიზის მიღების უფლება არ აქვთ.
ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა:
4-5. ლიონელ მესი - 53 ხმა
4-5. ნეიმარი - 53
6. ტომას მიულერი - 41
8. ტიაგო ალკანტარა - 27
9. იეზუა კიმიხი - 26
10. კრიშტიანო რონალდო - 25