მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ბელგიას იპყრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".

19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.

"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.

მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.

ისე, ეს ყმაწვილი დასაკ
არგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
და რატომ ახალგაზრდულში ...დიდებში რა თავსაყელად გვყავს ხომ გოლი ს გამტანი თავდამხსმელები ...?? ეგრევე პირველ ნაკრებში რაც ადრე გაიცნობენ და შეთამაშდებიან მით უკეთესი ...!!!
Mdaa
02:33 28-09-2020
0
რა ახალგაზრდული ეგრევე მთავარ ნაკრებში თან როგორ გვიჭირს მაგ პოზიციაზე გამტანი ფორვარდი არველაძის და ჯანაშია აშვეთიას მერე არც გვყოლია გაიხსენეთ ოუენის მაგალითი არ უნდიდათ წაყვანა და 18 წლის პატარა ბიჭნა რეები აკეთა ( არგენტინას როგორი შეუსრულა) ბევრისთვის დაწინაურება სტიმულია და ერთგვარი კატალუზატორი ხდება კარგი დაყენებული დარტყმა ააქვს სისწრაფეც არ დაეწუნება და რაღას უყურებთ დაუკავშირდით ის მაინც გაიგეთ ვის ბანაკშია ჯიქია-წტაიშვილი-შადიმანის თუ ანანიძე-გვილია თაყაიშვილის მიდით ყველამ ერთად სანუკვარი მიზნისკენ ევროპაზე მოხვედრა ძალიან დადებითად იმოქმედებს ქართველი კაცის ფსიქიკაზე კარგი სექსი ამაღლებს კაცის თვითშეფასებას იგივე შედეგი ექნება ოღონდ N რაოდენობაზე გამრავლებული 81 ში რა შედეგიც მოიტანა იმაზე არანაკლები იქნება ბევრ ადამიანს გადაარჩენს დამერწმუნე თბევრი ახალგაზრდა ჩამოშორდება ქუჩას ძაან პლიუსებს მოუტანს ერსაც და ბერსაც წარმატებები ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული
კახა
02:15 28-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული