მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.

"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 35 /
სად არიან ფეხბურთის ფედერაცია ? სად არის კახი ? დროულად იმოქმედეთ, ჩვენი კაცი ჩვენთან
foodboll
19 ოქტომბერი 2020 13:18
0
ეს ბიჭო ფედერაცია გაინძერით, წადით ვინმე ბელგიაში და დაელაპარაკეთ ამ ბიჭს რო საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდეს, თორე ბლგიელები და ფრანგები უცებ მიიწევენ, თუ უკვე გვიან არაა
Io
03 ოქტომბერი 2020 13:56
3
imedia vaiss dausvamen kitxvas tu icis saertod am bichis shesaxeb rom gavigot
emgranti
03 ოქტომბერი 2020 14:04
3

სიახლეები პოპულარული