მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.

"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 35 /
ლევან კობიაშვილი მიდის კალაძესთან, კალაძე მიდის ზურაბიშვილ სალომესთან, სალომე აძლევა ამ ბიჭს სა ქართველოს მოქალაქეობას. შემდეგ კობიაშვილთან მიდის ვაისი და გებულობს ამ ბიჭის ტელეფონს. ამის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახ3ლობის სტადიონზე, სავსე ტრიბუნების წინ ვესალმებეით ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს სხვა ნიჭიერ და იმედის მომცემ ფეხბურთელებთან ერთად
გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 01:20
3
ჭირი იქა, ლხინი აქა :)
ლუკა კუ
03 ოქტომბერი 2020 06:21
3
ამ ბიჭის ინტერვიუს წავაწყდი სადაც საუბრობდა, რომ გენტთან სათასო თამაშისას ჩაკვეს ნახვა უნდოდა. მაშინ ტრავმა ქონდა სამწუხაროდ გიორგის და ვერ შეხვდნენ. ისიც თქვა, რომ არავინ დამკავშირებია საქართველოდანო. გამოდის ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ გულშემატკივარებმა და ჟურნალისტებმა, თორე ფედერაციის იმედზე ჩვენი მტერი იყოს. უმორჩილესად გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ჩაკვეს ბელგიაში იქნებ იტვირთოს მისიონერობა. ბელგია ძალიან პატარა ქვეყანაა. დაუკავშირდეს ამ ბიჭს და იქნებ შეხვდნენ. დაჯდნენ დაელაპარაკოს გულშემატკივარების სახელით და თხოვნით, თუ თანახმა იქნება საქართველოს ნაკრებში თამაშზე, პეტიცია გავაკეთოთ მოქალაქეობის მინიჭებაზე, თორემ ხო ვხედავთ რა უმაქნისები და არაფრის მკეთებელი ფედერაცია გვყავს და ტყუილად იფლანგება ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული სფფ-ს ბიუჯეტი. იმედია არ დაბლოკავთ კომენტარს.
ოპტიმისტი
03 ოქტომბერი 2020 03:00
4
რა მაგრად დატრიალდა გოლებამდეც...

კლასი, მოედნის ხედვა და ცივი სისხლი არ აკლია. ტალანტია. რომელიც აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ. თან მის პოზიციაზე ასეთი ცივსისხლიანი მართლა არავინ არ გვყავს და ჰაერივით გვჭირდება...
თემო
03 ოქტომბერი 2020 04:38
1
უკვე დროა მისცენ მოქალაქეობა შემდეგ კი ესტონეთთან ვათამაშოთ აუცილებლად! უმაგრესი ფეხბურთელია ასე თუ გააგრძელა ბევრს მიაღწევს
KA
03 ოქტომბერი 2020 00:22
2
სასწრაფოდ მოიწვიეთ ეს კაცი, სანამ წაიყვანა საფრანგეთმა. უკვე ეხლა მაგრად გააძლიერებს ნაკრებს. გოლეადორია , ჩვენ კიდევ თავდამსხმელს არ ვეძებთ კარგს ? თუ რამე მეშლება ? ე ბიჭო სანამ დროა :)


გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 03:02
1
კობიაშვილი გაიღვიძე
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 00:10
2
რას ამბობთ, სამფეროვნებისა და გალებისთვის ვგულშემატკივრობთ?
ავთო
02 ოქტომბერი 2020 23:55
2
შენ შემოგევლე შვილო, რა მაგარი ბიჭია, შეიძლება საუკუნის ოცნების ახდენის დროა, ჩაკვე, კვარა, ჟორჟი! მსოფლიოს დავიპყრობთ ამ შემადგენლობით. ჩამოდი შენს სამშობლოში და გაიგე რა არის ქართველი ხალხის სიყვარული, ჩამოდი და გულში ჩაგიკრავს საქართვლო!!! წარმატებები, სადაც არ უნდა იყო.
03 ოქტომბერი 2020 11:47
1
შესანიშნავი შედეგია!ასე თუ გააგრძელა სამფეროვნებში დებიუტიც შორს არ ჩანს...
Caruzo9
02 ოქტომბერი 2020 23:52
25
კობიაშვილი,რა გჭირს ტოოო?
მალხაზ ჯობავა
03 ოქტომბერი 2020 11:31
4

სიახლეები პოპულარული