ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ყოველ მეორე წელს?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი აგერ უკვე მე-3 წელია ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების პროექტზე მთავარ თანამდებობაზე მუშაობს.

70 წლის ვენგერი მიიჩნევს, რომ ერთა ლიგა უნდა გაუქმდეს, სანაცვლოდ კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ყოველ მეორე წელს უნდა ჩატარდეს. 
აღნიშნულს ფრანგი იმ მოცემულობით ხსნის, რომ ერთა ლიგის იდეა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის გასაგები არ არის, რაც გარკვეულ კითხვით ნიშნებს იწვევს.

"თანამედროვე სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ყოველ მეორე წელს ჩატარდეს, ერთა ლიგის გათამაშება
კი ყველა შემთხვევაში გასაუქმებელია. პერსონალურად ჩემთვის, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება" - განაცხადა ვენგერმა.

altარსენ ვენგერი საფეხბურთო წესებში ცვლილებებს ისევ ითხოვს - ამჟამად კუთხურისა და აუტის შესახებ

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი სულ გამოშტერეა! ფიზიკურად როგორ უნდა აიტქნონ მაგხელა რატვირთვა!!! მაშინ ყველა სხვა ტურნირი უნდა გააუქმდეს!!! არსენ ოეეე..........!!!
G.A.L.
14:17 12-10-2020
0
რაღა ყოველ მეორე წელს,ყოველ თვეში ჩავატაროთ) ამ ტურნირების მუღამიც მაგაშია რომ 4 წელი ელოდები,მასე შენ რომ ფიქრობ არსენ მეც მინდოდა ბავშვობაში ახალი წელის მაგივრად ახალი თვეც აგვეღნიშნა)
ბათუმის ფანი
13:25 12-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული