"ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ტიკი-ტაკას" სტილზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:
"ეს ფეხბურთის არასწორი განვითარებაა. "ტიკი-ტაკა" მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც გუნდს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მეტოქეს სჯობიან.
მაყურებლებისთვის მსგავსი სტილი, უბრალოდ, მოსაწყენია. სინამდვილეში ეს ტოპ-გუნდებს ძალიან არ სჭირდებათ", - განაცხადა მაგათმა "სპორტ ბილდთან" ინტერვიუში.